Georgianenglishrussian

ბარიატრიული ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია

ბარიატრია - მედიცინის დარგი, რომლის სფეროც გახლავთ ჭარბწონიანობის მიზეზების დადგენა და მისი მკურნალობა. 

,,ავერსის კლინიკაში'' წლებია ფუნქციონირებს ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტი. ბარიატრიული ქირურგიის საშუალებით მიიღწევა წონის ჯანსაღი კლება ხანგრძლივ დროზე გათვლილი შედეგებით.

როდესაც ჭარბი წონა გადადის მორბიდულ (პათოლოგიურ) სიმსუქნეში, სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად, იზრდება სხვადასხვა თანმხლები დაავადებების გამოვლენის შემთხვევებიც (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტონია, ობსტრუქციული ღამის აპნოე), რომლებიც აზიანებენ ჯანმრთელობას, აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს და ამცირებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. მსგავსი ტიპის ჭარბი წონის მქონე პაციენტები სიმსუქნის პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავენ ბარიატრიულ ქირურგიას, რის შედეგადაც უმჯობესდება მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი.

ბარიატრიულ ქირურგიაში არსებობს რესტრიქციული და მალაბსორბციული ტიპის ოპერაციები.

კუჭის ლაპაროსკოპიული ვერტიკალური (sleeve) რეზექცია მიეკუთვნება რესტრიქციული ტიპის ოპერაციას, კუჭის   შუნტირება - კომბინირებულს (რესტრიქციული და მალაბსორბციული).

კუჭის ვერტიკალური რეზექცია- Laparoscopic Sleeve Gastrectomy (LSG) - უსაფრთხო და ნაკლებად რთული, მინი ინვაზიური და შეუქცევადი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება:

  • მილის ფორმის კუჭის ფორმირება
  • შიმშილის ჰორმონის-გრელინის გამომუშავების შეწყვეტა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სიმაძღრის შეგრძნების სწრაფ და ხანგრძლივ დადგომას
  • კუჭის მოცულობის 80-85%-ით შემცირება, ასევე ერთ კვებაზე მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება
  • ჭარბი წონის 60-70%-ის დაკარგვა 12-18 თვის განმავლობაში
  • წონის კლება საშუალოდ 49%-ით ოპერაციიდან 5 წლის განმავლობაში

კუჭის  შუნტირება - Laparoscopic Gastric Bypass (LGB) - კუჭის კარდიალურ ნაწილთან კუჭის გვერდის ავლით წვრილი ნაწლავის შერთვა, ტრავმული და შექცევადი ოპერაციაა, რომლის უპირატესობებია:

  • პაციენტის მიერ ერთ კვებაზე მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება (რესტრიქცია), ასევე მიღებული საკვების შეწოვის შემცირება (მალაბსორბცია)
  • ჭარბი წონის 70-80%-ის კლება 12-18 თვის განმავლობაში
  • წონის კლება საშუალოდ 57%-ით ოპერაციიდან 5 წლის შემდეგ
  • პაციენტის მიერ მიღებული კალორიების მოხმარების შემცირება
  • პაციენტების 95% ოპერაციის შემდეგ განიკურნა ტიპი 2 დიაბეტისგან

 

მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ჩატარებულმა მრავალწლიანმა შედეგებმა აჩვენა, რომ კუჭის ვერტიკალური რეზექცია ყველაზე მარტივი და მინი ინვაზიური ქირურგიული პროცედურაა ნაკლები გართულებებით, თუმცა შორეული შედეგების და წონის კლების ეფექტური და ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია კუჭის  შუნტირება, რაც ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული ბარიატრიულ ქირურგიაში.

მეტად მსუქან პაციენტებში, როდესაც მათი წონა 250კგ და მეტია ბარიატრიული ოპერაცია კეთდება ორ ეტაპად, სასტარტო წონის კლებისთვის პირველ ეტაპზე კუჭის ვერტიკალური  რეზექცია - Laparoscopic Sleeve Gastrectomy (LSG), მეორე საბოლოო და ეფექტური შედეგის მისაღებად კუჭის   შუნტირება - Laparoscopic Gastric Bypass (LGB).

აღსანიშნავია, რომ ,,ავერსის კლინიკაში“ ფუნქციონირებს ,,წონის კორექციის ცენტრი’’. პროგრამა მოიცავს ჭარბი წონის მკურნალობის ერთიან, კომპლექსურ სისტემას, რომელშიც ერთიანდებიან ექიმი დიეტოლოგი, ენდოკრინოლოგი, ბარიატრიული ქირურგი, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები, გამაჯანსაღებლი სექტორი.

ბარიატრიული ტიპის ოპერაციები ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ!

 

ექიმები


თემები