Georgianenglishrussian

გენეტიკის სამსახური

გენეტიკის სამსახური

გენეტიკური დაავადებები რამოდენიმე ჯგუფად იყოფა - მემკვიდრეობითი, არამემკვიდრეობითი და მემკვიდრეობით-განწყობითი. 

მემკვიდრეობითია დაავადება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ბავშვის დაბადებისთანავე ვლინდება. ასეთ დაავადებათა ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა ასრულებს.

არამემკვიდრეობითი დაავადებები თაობიდან თაობას იშვიათად გადაეცემა და უშუალოდ ამ პიროვნების გენეტიკური აპარატის დაზიანებით ვლინდება. სპონტანურად წარმოშობილი მუტაცია იმ შემთხვევაში გადაეცემა შთამომავლობას, თუ დაზიანდა სასქესო უჯრედების გენეტიკური მასალა.

მემკვიდრეობით-განწყობითი დაავადებები ისეთი დაავადებებია, სადაც გენეტიკური აპარატის - დნმ-ს დაზიანება ვლინდება მხოლოდ გარემოს არახელსაყრელი ზემოქმედების შემდეგ და ვლინდება არა ადამიანის დაბადებისთანავე, როგორც ეს მემკვიდრეობით დაავადებებს ახასიათებს, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე მემკვიდრეობით განწყობას ანუ დნმ-ს დაზიანებას თან ამა თუ იმ მავნე ფაქტორის ზემოქმედება ერთვის.

ყველა გენეტიკურ დაავადებების წარმოშობას საფუძვლად უდევს  მემკვიდრეობითი აპარატის - დნმ-ს დაზიანება.

ვის უნდა ჩაუტარდეს გენეტიკური დიაგნოსტირება?

  • მათ, ვინც თავს ჯანმრთელად გრძნობს, მაგრამ სურს განსაზღვროს  ხომ არ არის რაიმე გენეტიკური დაავადების მტარებელი და რამდენად დიდია რისკი მომავალში ეს დაავადება გადაეცეს მის შათამომავლობას.
  • გენეტიკური დიაგნოსტირება უტარდება იმ ადამიანებს, რომლებიც ქრონიკული დაავადებებით არიან ავად და ამ დაავადებების განვითარების გენეზი არ არის საბოლოოდ გარკვეული.
  • გენეტიკური კვლევა აუცილებელია ჩაუტარდეთ დატვირთული მემკვიდრული ანამნეზის მქონე პაციენტებს.
  • პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ განვითერების გარკვეული ანომალიები, ექვემდებარებიან გენეტიკურ გამოკვლევებს.
  • ასაკთან მიმართებაში იზრდება გენეტიკური პათოლოგიის მქონე სასქესო უჯრედების წარმოშობის შანსი, ამიტომ გენეტიკური სკრინინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა 30 წელზე მეტი ასაკის ორსულ ქალს.   მითუმეტეს, თუ წინა ორსულობებზე ფიქსირდება ანომალური ნაყოფის ან ორსულობის გართულებების შემთხვევები.
  • გენეტიკური სკრინინგი უტარდება წყვილს გაურკვეველი გენეზის უნაყოფობის დროს.
  • მამაკაცებში ოლიგო/აზოოსპერმისების დროს უნდა გამოირიცხოს გენეტიკური პათოლოგიების არსებობა.

გენეტიკური დიაგნოსტირება ხდება გენურ, ქრომოსომულ და გენომურ დონეზე, იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაავადებაზეა მიტანილი ეჭვი.

 

 

ექიმები


თემები