Georgianenglishrussian

დერმატოლოგია

დერმატოლოგია

,,ავერსის კლინიკის'' დერმატოლოგიურ დეპარტამენტში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და  მკურნალობა: 

• ალერგოდერმატოზები;

• ვირუსული დაავადებები;

• თმის და თავის კანის დაავადებები; 

• კანის ინფექციური დაავადებები;

• სოკოვანი დაავადებები;

• სებორეა, ვულგარული ფერიმჭამელები (აკნე), ვარდისფერი ფერიმჭამელები (როზაცეა).

• ლიქენები;

• პარაზიტული დაავადებები;

ფსორიაზის, ეგზემის, ვიტილიგოსა და კანის სხვა დაავადებების მკურნალობა - ფოტოთერაპიის უნიკალური ინოვაციური აპარატით!

უსაფრთხო და კომფორტული პროცედურები! საუკეთესო შედეგები! 

ფოტოთერაპია გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  •   ფსორიაზი (ვულგარული, საშუალო სიმძიმის, გენერალიზებული, ბალთოვანი)
  •   ეგზემა
  •   ვიტილიგო
  •   ატოპიური დერმატიტი
  •   დისჰიდროზული დერმატიტი
  •   სებორეული დერმატიტი
  •   ალოპეცია (ბუდობრივი)
  •   შემოფარგლული სკლეროდერმია
  •   წითელი ბრტყელი ლიქენი
  •   ლიმფომატოზური პაპულოზი
  •   დისკერატოზები
  •   ბეჭდისებური გრანულომა
  •   ქრ.ლიქენოიდური კერატოზი
  •   ფოლიკულიტი
  •   მასტოციტოზი
  •   T უჯრედოვანი ლიმფომა (კეროვანი და ბალთოვანი სტადიები)
  •   ფოტოდერმატოზები (პოლიმორფული ფოტოდერმატოზი, მზისმიერი ჭინჭრის ციება, ქრ.აქტინიური დერამატიტი, აქტინიური პრურიგო)

მკურნალობა ტარდება UVB და UVA სხივებით - ფოტოთერაპიის უნიკალური, ინოვაციური აპარატის (T9000) გამოყენებით!

ფოტოთერაპიის პროცედურების ხანგრძლივობას და გრაფიკს შეგიდგენენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექიმი - დერმატოლოგები.

კანის დაავადებების სამკურნალოდ ვიყენებთ უახლესი თაობის აპარატს - Nordlys by ellipse,  რომლის საშუალებითაც ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების მკურნალობა!
1. სისხძარღვოვანი წარმონაქმნები: cherry ჰემანგიომა მოცისფრო ჰემანგიომა, ობობისებური ჰემანგიომა, ბავშვთა ჰემანგიომა, ტელეანგიექტაზიები სახესა და ფეხებზე, Venous lake, ღვინის ლაქები;
2 აკნე - მწვავე პერიოდი, აკნეს შემდგომი პიგმენტაცია;

3. ონიქომიკოზი - FDA სერტიფიკატი;

4. როზაცეა: ერითროფობია, კუპეროზი;

5. ჰიპერპიგემნტაცია - პოიკილოდერმა, მელაზმა;
6. კანის გაახალგაზრდავება: პიგმენტური დაზიანება სახე,დეკოლტე, ხელები;

7. ვარდისფერი და წითელი ნაწიბურები;
8. რბილი ფიბრომები(პიგმენტური).

კანის დაავადებების ინსტრუმენტული გამოკვლევა, დიაგნოსტიკა და მონიტორინგი ხდება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. აღებული პათოლოგიური მასალის (თმა, ქერცლი, ფრჩხილი, ჩირქი) დათესვა, მასში მიკრორგანიზმების იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკბის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა ხდება, ფრანგული ფირმა Bio Meriux-ის, უახლეს ავტომატურ ანალიზატორზე “VITEK-2”. რადიოიმონოლოგიური, ქემილუმისცენტული და იმუნოფერმენტული კვლევები, ტარდება  Hoffmann La Roche, Berthold Technologies-ისა და Beckman Coulter Company-ის აპარატურით.

კანის დაავადებათა დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურის (იტალიური GIMA-ს ვუდის ნათურით და ამავე ფირმის დერმატოსკოპის) საშუალებით. როგორც დერმატოლოგიური, ასევე სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა მკურნალობა უახლესი მეთოდებით, ანონიმურობის გათვალისწინებით.

 კოსმეტოლოგიური კაბინეტი - ყველა ტიპის კანის სამკურნალო, აღდგენითი, გამაჯანსაღებელი და მოვლითი პროცედურების ჩატარება. ფერმენტული ფილინგი, კანის მექანიკური აშრევება უახლესი აპარატურით. კაპილარული ტელეანგიოექტაზიების მოშორება თანამედროვე მონოპოლარული ელექტროკოაგულატორით. ყველა ტიპის აკნეს მკურნალობა კომბინირებული (მედიკამენტოზური და dr. R. A. Eckstein)-ის მეთოდით. 

 

 

 

ექიმები


იაშვილი ირინა
იაშვილი ირინა
დერმატო-ვენეროლოგი
დადაშიანი სერგო
დადაშიანი სერგო
დერმატო-ვენეროლოგი
ლომსაძე ნინო
ლომსაძე ნინო
კოსმეტოლოგი
კუტივაძე ნინო
კუტივაძე ნინო
დერმატო-ვენეროლოგი
ცქვიტარია ნონა
ცქვიტარია ნონა
დერმატო-ვენეროლოგი
ტირზიკიანი გრიგორი
ტირზიკიანი გრიგორი
დერმატო-ვენეროლოგი
მდინარაძე ნინო
მდინარაძე ნინო
კოსმეტოლოგი
ლილუაშვილი სოფიკო
ლილუაშვილი სოფიკო
დერმატო-ვენეროლოგი

თემები