,,ავერსის კლინიკის'' ენდოსკოპიური დეპარტამენტი აღჭურვილია Olympus –ის (იაპონია) და Pentax-ის თანამედროვე ციფრული ვიდეო აპარატურით. ყველა გამოკვლევა ტარდება დეზინფექციისა და სტერილიზაციის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, Johnson&Johnson-ის ფირმის უახლესი სარეცხი-სადეზინფექციო მანქანებით. პროცესი სრულად ავტომატიზირებულია.
განყოფილებაში ტარდება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ციფრული აპარატურის გამოყენებით, ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით;
- კოლონოსკოპია ციფრული აპარატურის გამოყენებით, ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით;
- რექტოსიგმოსკოპია ციფრული აპარატურის გამოყენებით, ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით;
- ბიოფსია;
- ენდოსკოპიური პოლიპექტომია კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან ( მცირე ზომის პოლიპის მოკვეთა);
- ენდოსკოპიური პოლიპექტომია (დიდი ზომის პოლიპის მოკვეთა);
- ენდოსკოპიური პოლიპექტომია(„დაფენილი“ პოლიპის მოკვეთა);
- საყლაპავის შევიწროების ბალონური დილატაცია და ბუჟირება (გაგანიერება);
- საყლაპავის სტენტირება (პროტეზირება) თვითგაშლადი მეტალის სტენტებით სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შევიწროების დროს;
- სისხლდენის შეჩერება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან;
- საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ლიგირება – გადაკვანძ;ა
- უცხო სხეულის ამოღება საყლაპავიდან და კუჭიდან;
- ენდოსკოპიური რეტროგრადული პანკრეატო–ქოლანგიოგრაფია (სანაღვლე სადინრების და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა რენტგენოკონტრასტული ნივთიერების გამოყენებით);
- ენდოსკოპიური პაპილოსფინქტეროტომია (სანაღვლე სადინრის თორმეტგოჯა ნაწლავთან მიერთების ადგილას ჩაჭრა და კენჭების ექსტრაქია – გამოღება სანაღვლე გზებიდან);
- სანაღვლე სადინრების სტენტირება – პროტეზირება სიმსივნით გამოწვეული შევიწროებების დროს;
- მექანიკური ლითოტრიფსია – სანაღვლე სადინრების კენჭების დაშლა;