Georgianenglishrussian

ოტორინოლარინგოლოგია

ოტორინოლარინგოლოგია

,,ავერსის კლინიკაში'' ტარდება პირის ღრუს, ცხვირხახის და ხორხხახის დათვალიერება Acu Cam-ის (იაპონია) ორალ კამერით, ყურის სხვადასხვა დაავადებების (გარეთა სასმენი მილის უცხო სხეული, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ყურის შუნტირება, პარაცენტეზი...) დიაგნოსტიკა და მანიპულაციები სპეციალური ყურის მიკროსკოპითOPTOMIK (ესპანეთი) და Gima-ს ფირმის (იტალია) Otoplus სამანიპულაციო კომბაინით, სხვადასხვა გენეზის ცხვირის ქვედა ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფიის ოპერაციული მკურნალობა რადიოტალღოვანი აპარატით BM 780 II (დანია), ტონზილექტომია და ადენოტომია ზოგადი ანესთეზიით ელექტრო დანითა და ელექტროკოაგულაციით Valleylab-ის ფირმის Force 2, ცხვირის ღრუს და ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებების (ქრონიკული ჩირქოვანი ჰაიმორიტი და ფრონტიტი, ცხვირის პოლიპოზი....) დიაგნოსტიკა და ოპერაციული მკურნალობა ენდოსკოპიური მეთოდით STORZ-ის ენდოვიდეო ქირურგიული აპარატურით, ცხვირიდან სისხლდენის შეჩერება ელექტროკოაგულაციური მეთოდით.

Storz-ის ფირმის უახლესი ლარინგოსკოპით ხორციელდება ხორხის დაავადებების ნაადრევი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ოპერაციული მკურნალობა:

  • გარეთა სასმენი მილიდან უცხო სხეულის ამოღება
  • დაფის ღრუს შუნტირება (ცალმხრივი, ორმხრივი)
  • პარატონზილარული აბსცესის გახსნა
  • პარაცენტეზი
  • ქრონიკული ტონზილიტი
  • დეზინტეგრაცია ( ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფია)
  • ენდოსკოპიური ფრონტოტომია
  • ენდოსკოპიური პოლიპოტომია ეთმოიდოტომიით
  • ქრონიკული ტონზილიტი, ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერტროფია
  • სუბპერიოსტალური აბსცესი
  • ყურიდან უცხო სხეულის ამოღება
  • ყურის ნიჟარის ჰემატომის ან აბსცესის გაკვეთა
  • ყურის პოლიპოტომია
  • ცხვირიდან სისხლმდენი ადგილის მოწვა ელექტროკოაგულაციით
  • ცხვირიდან სისხლმდენი ადგილის მოწვა
  • ცხვირიდან უცხო სხეულის ამოღება
  • ცხვირის და ხახის ადენოიდები
  • ცხვირის კათეტერიზაცია
  • ცხვირის ნიჟარების ნამდვილი ჰიპერტროფია (ქვემო კონხოტომია)
  • ცხვირის ორმხრივი პოლიპოზი
  • ცხვირის ღრუს სინექიების ოპერაციული მკურნალობა
  • ცხვირის ქვემო ნიჟარების ცალმხრივი ნამდვილი ჰიპერტროფია
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება  და პოლიპოზი
  • ცხვირის ძგიდის ჰემატომის ან აბსცესის გახსნა
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება  და ქვ. ნიჟარების ნამდვილი ჰიპერტროფია
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება (ადგილობრივი ანესთეზიით)
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება (ადგილობრივი ანესთეზიით) და ქვ. ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფია
  • ცხვირის ძვლების მოტეხილობის ჩასწორება, ტამპონადა
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვანი ნაწილის გამრუდება
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება  და ცალმხრივი პოლიპოზი
  • ცხვირის ძგიდის ხრტილოვან-ძვლოვანი ნაწილის გამრუდება  და ქვ. ნიჟარების ცრუ ჰიპერტროფია
  • ჰაიმორის წიაღისკისტა
  • ჰაიმოროტომია პოლიპოტომიით ენდოსკოპიური

 

 

 

ექიმები


წიკლაური შორენა
წიკლაური შორენა
ოტორინოლარინგოლოგი
შაიაშვილი თამილა
შაიაშვილი თამილა
ოტორინოლარინგოლოგი
ქევხიშვილი დავით
ქევხიშვილი დავით
ოტორინოლარინგოლოგი
გელაშვილი მალხაზი
გელაშვილი მალხაზი
ოტორინოლარინგოლოგი, ენდოსკოპისტი
ჭიჭიბოშვილი ნოდარი
ჭიჭიბოშვილი ნოდარი
ოტორინოლარინგოლოგი

თემები