,,ავერსის კლინიკის'' პედიატრიული სამსახური წარმოდგენილია ზოგადპედიატრიული, ბავშვთა ნევროლოგიური, ორთოპედიული სამსახურებით, სათანადოდ აღჭურვილი სამანიპულაციო ოთახითა და დღის სტაციონარით.
მომსახურების სპექტრი:
- პედიატრის კონსულტაცია - მოიცავს ჯანმრთელი ბავშვის კონსულტაციას (უწყვეტი ზედამხედველობა ჯანმრთელი ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ადრეულ ასაკში, ასაკის შესაბამისი მოვლისა და კვების რეკომენდაციები); ავადმყოფი ბავშვის კონსულტაცია- დაავადების დიაგნოსტიკა, მკურნალობა 0-იდან 18 წლის ასაკამდე.
- ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია- ბავშვის ფსიქო-მოტორული განვითარების შეფასება, ნევროლოგიურ დაავადებათა დროული გამოვლინება, მკურნალობა 0-დან 18 წლის ასაკამდე.
- ნეიროსონოგრაფია - თავის ტვინის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ტარდება ახალი თაობის, ულტრათანამედროვე ექოსკოპის გამოყენებით.
- ელექტროენცეფალოგრაფია - თანამედროვე აპარატურის გამოყენებით, მათ შორის ტარდება ძილის ეეგ.
- ბავშვთა კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია.
- ვაქცინაცია მაღალი ხარისხის ეფექტური, უსაფრთხო ვაქცინებით ეროვნული კალენდრის შესაბამისად, ვაქცინების ტრანსპორტირებისა და შენახვის, აგრეთვე აცრისათვის აუცილებელი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.
- მოზარდების კონსულტაცია - გულისხმობს არამარტო მათი ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, არამედ მოზარდებისთვის ცხოვრების ჯანმრთელი წესის სწავლებასა და პროპაგანდას.
- დღის სტაციონარში შესაძლებელია პაციენტის დაყოვნება დღის მანძილზე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევებისა და სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციების (ინჰალაციები, ინექციები, ინტრავენური გადასხმები და სხვ.) ჩასატარებლად, პაციენტის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად.
- მშობელთასკოლა – განკუთვნილია როგორც ახალგაზრდა, ისე მომავალი მშობლებისათვის. სპეციალურად მათთვის მოწყობილ თემატურ სემინარებზე ისინი გაეცნობიან სხვადასხვა ასაკის ბავშვის მოვლისა და კვების პრინციპებს, დაავადებათა პროფილაქტიკის საკითხებს.