Georgianenglishrussian

რადიოლოგია (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია)

რადიოლოგია (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; კომპიუტერული ტომოგრაფია)

"ავერსის კლინიკაში" ფუნქციონირებს უახლესი აპარატურით აღჭურვილი რადიოლოგიური დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. 

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის(მრტ) ჩატარება შესაძლებელია ფილიპსის უახლესი ტომოგრაფით Philips Ingenia 3.0 Tesla, რომელიც პაციენტებს კიდევ უფრო დიდ კომფორტს სთავაზობს წინამორბედებთან შედარებით:

  • აპარატზე დამონტაჟებული ტელევიზორი, სადაც შესაძლებელია კვლევის პროცესში სასურველი ჩანაწერის ყურება
  • განიერი გვირაბი, რომელიც თავიდან აგაცილებთ შიშსა და კლაუსტროფობიას.
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება 
  • მთელი სხეულის სკრინინგული კვლევა ონკოდაავადებების გამოსავლენად

კომპიუტერული ტომოგრაფია(კ.ტ.) ტარდება Philips BRILLIANCE 64 შრიან აპარატზე. ის წარმოადგენს თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფს, რომელიც საქართველოში არსებული სხვა აპარატებისგან განსხვავებით გამოირჩევა დასხივების მინიმალური დოზით.  64–შრიანი PHILIPS BRILLIANCE  რუტინული გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობის გარდა, დამატებით აღჭურვილია რიგი პროგრამული უზრუნველყოფით. მაგ: ცენტრალური  ნერვული სისტემის გამოკვლევები (თავის ტვინის პერფუზია) და მთელი სხეულის ანგიოგრაფია. დენტალ კომპიუტერულ ტომოგრაფიული პროგრამა მაღალი სიზუსტით, დროის ხანმოკლე შუალედში განსაზღვრავს ყბა–სახის მიდამოს სტრუქტურულ და პათოლოგიურ ელემენტებს, რაც დენტალური იმპლანტაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

 

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები:

  • თავის ტვინის მ.რ. კვლევა
  • თავის ტვინის მ.რ. კვლევა უკონტრასტო მ.რ. ანგიოგრაფიით
  • თავის ტვინის მ.რ. კვლევა  მ.რ. სპექტროსკოპიით
  • მ.რ. მამოგრაფია
  • მუცლის ღრუს მ.რ. კვლევა
  • მცირე მენჯის ღრუს მ.რ. კვლევა
  • ორბიტების, პარანაზალური წიაღების, შუა ყურის მ.რ. კვლევა
  • რბილი ქსოვილების მ.რ. კვლევა
  • სახსრის მ.რ. კვლევა
  • შუასაყრის მ.რ. კვლევა
  • ხერხემლის და ზურგის ტვინის  მ.რ. კვლევა
  • ხერხემლის და ზურგის ტვინის სეგმენტის მ.რ. კვლევა
  • გულის მ.რ.ტ. კვლევა
  • პერიფერიული ანგიოგრაფია
  • პერიფერიული ნერვის კვლევა
  • თავის ტვინის კვლევა მ.რ. ტრაქტოგრაფიით
  • მ.რ. ქოლანგიოგრაფია 3D რეკონსტრუქციით

 

კომპიუტერული ტომოგრაფიული კველევები:

  • კ.ტ. აორტოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • პერიფერიული კ.ტ. ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • ცერებრული კ.ტ. ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • კაროტიდული ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • პოლიტრავმის რეჟიმში კ.ტ. კვლევა
  • თავის ტვინის კ.ტ. კვლევა
  • ხერხემლის სეგმენტის კ.ტ. კვლევა
  • კიდურების კ.ტ. კვლევა
  • გულმკერდის კ.ტ. კვლევა
  • მუცლის ღრუს კ.ტ. კვლევა
  • მცირე მენჯის ღრუს კ.ტ. კვლევა
  • დენტალური კ.ტ. კვლევა
  • პარანაზალური სინუსების კ.ტ. კვლევა
  • ორბიტების, შუა ყურის კ.ტ. კვლევა
  • სახის ძვლების კ.ტ. კვლევა
  • მთელი სხეულის კ.ტ. ანგიოგრაფია
  • ფილტვის არტერიის CT ანგიოგრაფია
  • CT ენტეროგრაფია და საშარდე სისტემის CT კვლევა
  • სტერეოტაქსიული ბიოფსია კტ და მრტ კონტროლით

 

 

ექიმები


გახოკიძე  ირაკლი
გახოკიძე ირაკლი
რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი
ცირეკიძე მაგდა
ცირეკიძე მაგდა
რადიოლოგი

თემები