Georgianenglishrussian

რადიოლოგია (MRI; CT;)

რადიოლოგია (MRI; CT;)

,,ავერსის კლინიკის'' რადიოლოგიური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითა და უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც წარმოადგენს პაციენტების სრულყოფილი მომსახურების მყარ გარანტს.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია სრულიად ინოვაციური აპარატით! 

ფილიპსის საუკეთესო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი
Philips Ingenia 3.0 Tesla - Best in class
მთელი სხეული სკრინინგული კვლევა ონკოდაავადებების გამოსავლენად; 
განიერი გვირაბი ტელევიზორით;
არანაირი შიში, არანაირი კლაუსტროფობია;
გამოსახულების მაღალი ხარისხი;

 

რადიოლოგიური განყოფილება აღჭურვილია ფილიპსის უახლესი ორი 1.5 ტესლა სიმძლავრის მქონე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, Philips Intera და Philips Achieva 1.5T.

განყოფილებაში ტარდება პრაქტიკულად ყველა კლინიკური კვლევა. მაგ: ნევროლოგიური ანატომიური კველევები,( თავის ტვინისა და ზურგის ტვინის),  წარმოებს სპექტროსკოპია და ტრაქტოგრაფია (დიფუზურ-ტენზორული კვლევა), სომატური კვლევებიდან ყველა რუტინული  და ასევე გაფართოვებული კარდიოლოგიური კვლევები, ორთოპედიული და ანგიოლოგიური კვლევების სრული სპექტრი, ჰიპოფიზის კვლევა დინამიური კონტრასტირების პირობებში, მაგნიტურ-რეზონანსული მამოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოგრაფია, პედიატრიული პაციენტების კვლევები,  ასევე წარმოებს რეანიმაციული მათ შორის მართვით სუნთქვაზე და დოზატორზე მყოფი პაციენტების კველევები, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფთან თავსებადი რესპირატორების საშუალებით.

კომპიუტერული ტომოგრფიული კვლევები ტარდება 64–შრიანი PHILIPS BRILLIANCE აპარატზე. ის წარმოადგენს თანამედროვე კომპიუტერულ ტომოგრაფს, რომელიც საქართველოში არსებული სხვა კომპიუტერული ტომოგრაფებისაგან განსხვავებით გამოირჩევა დასხივების მინიმალური დოზით. დროის ხანმოკლე შუალედში შესაძლებლობას იძლევა ჩატარდეს თავის ტვინის, ქალას ძვლების, ხერხემლის სვეტის, გულმკერდის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ორგანოთა და კიდურების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა. 64–შრიანი PHILIPS BRILLIANCE  რუტინული გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობის გარდა დამატებით აღჭურვილია რიგი პროგრამული უზრუნველყოფით. მაგ: ცენტრალური  ნერვული სისტემის გამოკვლევები (თავის ტვინის პერფუზია) და მთელი სხეულის ანგიოგრაფია. დენტალ კომპიუტერულ ტომოგრაფიული პროგრამა მაღალი სიზუსტით, დროის ხანმოკლე შუალედში განსაზღვრავს ყბა–სახის მიდამოს სტრუქტურულ და პათოლოგიურ ელემენტებს, რაც დენტალური იმპლანტაციის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

 

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები:

  • თავის ტვინის მ.რ. კვლევა
  • თავის ტვინის მ.რ. კვლევა უკონტრასტო მ.რ. ანგიოგრაფიით
  • თავის ტვინის მ.რ. კვლევა  მ.რ. სპექტროსკოპიით
  • მ.რ. მამოგრაფია
  • მუცლის ღრუს მ.რ. კვლევა
  • მცირე მენჯის ღრუს მ.რ. კვლევა
  • ორბიტების, პარანაზალური წიაღების, შუა ყურის მ.რ. კვლევა
  • რბილი ქსოვილების მ.რ. კვლევა
  • სახსრის მ.რ. კვლევა
  • შუასაყრის მ.რ. კვლევა
  • ხერხემლის და ზურგის ტვინის  მ.რ. კვლევა
  • ხერხემლის და ზურგის ტვინის სეგმენტის მ.რ. კვლევა
  • გულის მ.რ.ტ. კვლევა
  • პერიფერიული ანგიოგრაფია
  • პერიფერიული ნერვის კვლევა
  • თავის ტვინის კვლევა მ.რ. ტრაქტოგრაფიით
  • მ.რ. ქოლანგიოგრაფია 3D რეკონსტრუქციით

 

კომპიუტერული ტომოგრაფიული კველევები:

  • კ.ტ. აორტოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • პერიფერიული კ.ტ. ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • ცერებრული კ.ტ. ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • კაროტიდული ანგიოგრაფია დინამიური კონტრასტირებით
  • პოლიტრავმის რეჟიმში კ.ტ. კვლევა
  • თავის ტვინის კ.ტ. კვლევა
  • ხერხემლის სეგმენტის კ.ტ. კვლევა
  • კიდურების კ.ტ. კვლევა
  • გულმკერდის კ.ტ. კვლევა
  • მუცლის ღრუს კ.ტ. კვლევა
  • მცირე მენჯის ღრუს კ.ტ. კვლევა
  • დენტალური კ.ტ. კვლევა
  • პარანაზალური სინუსების კ.ტ. კვლევა
  • ორბიტების, შუა ყურის კ.ტ. კვლევა
  • სახის ძვლების კ.ტ. კვლევა
  • მთელი სხეულის კ.ტ. ანგიოგრაფია
  • ფილტვის არტერიის CT ანგიოგრაფია
  • CT ენტეროგრაფია და საშარდე სისტემის CT კვლევა
  • სტერეოტაქსიული ბიოფსია კტ და მრტ კონტროლით

 

 

ექიმები


თოდუა თეა
თოდუა თეა
ინტერვენციონისტ-რადიოლოგი

თემები