Georgianenglishrussian

ულტრასონოგრაფია

ულტრასონოგრაფია

ავერსის კლინიკამ General Electric-ისგან სამი აპარატი VOLUSON E-10 შეიძინა. ამ მოდელის წარმოება „ჯენერალ ელექტრიკმა“ 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და ჯერჯერობით VOLUSON E-10-ით მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვანი კლინიკაა აღჭურვილი.

VOLUSON E-10 მსოფლიოში საუკეთესო ექოსკოპიის აპარატად მიიჩნევა. მისმა ინოვაციურმა პლატფორმამ და პროგრამულმა უზრუნველყოფამ საგრძნობლად შეამოკლა როგორც 2D ვიზუალიზაციისთვის, ისე 4D რეკონსტრუქციისთვის საჭირო დრო.

აპარატი გამოსახულების მკვეთრ ვიზუალიზაციას ახდენს, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი სისტემის გამოკვლევისას, თუმცა განსაკუთრებით ინფორმაციულია სამეანო კუთხით, რადგან მისი მეშვეობით ნაყოფის ანატომიური სტრუქტურების შესწავლა გაფართოებულ რეჟიმშია შესაძლებელი. ეს ერთიორად დიდ მნიშვნელობას იძენს ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც უნდა შეფასდეს ნაყოფის ტვინის, კიდურების, თავის ქალასა და სახის კუნთების ჩამოყალიბების პროცესთა მიმდინარეობა.

მაღალი გარჩევადობის (FULL HD) ფერადი, თხევადკრისტალური მონიტორი ნაყოფის ხარისხიან და რეალობასთან ზედმიწევნით მიახლოებულ გამოსახულებას იძლევა. სრულიად ახალი, რევოლუციური რეჟიმი SonoRender Live ავტომატურად პოულობს ნაყოფის კიდურებისა და სახის საზღვრებს და არტეფაქტების გარეშე გამოაქვს ეკრანზე მოცულობითი გამოსახულება 4D რეჟიმში. აპარატს აქვს ნაყოფის გულის გამოკვლევის სპეციალური პროგრამაც.

ჩვენთან წარმოებს მუცლის ღრუს ორგანოებისა და საშარდე სისტემის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების, გულისა და სისხლძარღვების, ლიმფური სისტემისა და რბილი ქსოვილების, ასევე პედიატრიული და სამეანო ულტრაბგერითი გამოკვლევები. შესაძლებელია გამოსახულების როგორც ფირზე აღბეჭდვა, ასევე არქივაცია დისკზე (CD) ჩაწერით. თქვენ საშუალება გეძლევათ ნახოთ თქვენი პატარა და შეინახოთ მისი გამოსახულების ფოტო და ვიდეო ჩანაწერი.

ასევე შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფიბროსკანირება (ფიბროელასტომეტრია) ბოლო თაობის ფრანგული წარმოების აპარატით FIBROSCAN 502 TOUCH, რომელიც იძლევა საშუალებას შეფასდეს ღვიძლის პარენქიმის ფიბროზი (ელასტიურობა). აღნიშნული კველვა საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ ისეთი ინვაზიური გამოკვლევა, როგორიც არის ღვიძლის ბიოფსია. 

მეთოდი გამოიყენება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს (როგორიცაა B და ჩ ვირუსული ჰეპატიტები, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური ჰეპატიტები, ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზი და სხვა), რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს ღვიძლის ციროზულ დაზიანებამდეც კი. 
გამოკვლევა ხანმოკლე, მარტივი და მაღალინფორმატიულია. კვლევისთვის საჭიროა სულ 15-20 წუთი. არ საჭიროებს პაციენტის სპეციფიურ მომზადებას. არ გააჩნია გართულებები.
აპარატი მეტავირ–ის შკალის გამოყენებით ავტომატურად ახდენს გამოკვლევის შედეგების შეჯამებას და საზღვრავს ღვიძლის ქსოვილის სიმკვრივეს და ელასტიურობას კილოპასკალებში.
ავერსის კლინიკაში აპარატი ფლობს უპირატესობას ამავდროულად შეფასდეს ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხიც ცხიმოვანი ჰეპატოზების დროს – ინოვაციური ფუნქცია სტეატოზის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის.

კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის ელასტოგრაფით- ეს არის ერთ-ერთი უახლესი და პერსპექტიული ტექნოლოგია ულტრაბგერითი დიაგნოსტიკაში.  ტექნოლოგია აგებულია ქსოვილების ელასტიურობის მახასიათებლებზე.  სხვა და სხვა ტიპის ქსოვილებს ახასიათებს განსხვავებული ელასტიურება.  ცნობილია რომ  ქსოვილის მაღალი სიმკრივე მეტყველებს მის ავთვისებიანობაზე და პირიქით, რაც უბრო რბილი და ელასტიურია ქსოვილი მით უფრო კეთილთვისებიანია. მეთოდის გამოყენების დროს ავტომატურ რეჟიმში ხტება ქსოვილების დიფერენციაცია და მათი კატრირება (გაფერადება) განსხვავებულ ფერებში.

 

 

ექიმები


ლაფაჩიშვილი ეკა
ლაფაჩიშვილი ეკა
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სამსახურის კოორდინატორი
ზაქარეიშვილი ედუარდი
ზაქარეიშვილი ედუარდი
ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი
ხაჭვანი კობა
ხაჭვანი კობა
ექოსკოპისტი
ნაცვლიშვილი  მაია
ნაცვლიშვილი მაია
ანგიოლოგია
ყურბანოვა ლეილა
ყურბანოვა ლეილა
ულტრასონოგრაფია
კალანდია ანა
კალანდია ანა
ულტრასონოგრაფისტი
იარაჯული ცირა
იარაჯული ცირა
ულტრასონოგრაფია
გორელაშვილი ქეთევან
გორელაშვილი ქეთევან
ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი
ქურდაძე ზვიადი
ქურდაძე ზვიადი
ულტრასონოგრაფია
გოგუაძე ეკა
გოგუაძე ეკა
ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი
ყარაშვილი ლალი
ყარაშვილი ლალი
რენტგენოლოგი
ახვლედიანი ზამირა
ახვლედიანი ზამირა
ექოსკოპისტი
ბაკანოვა ინგა
ბაკანოვა ინგა
ექოსკოპისტი
ჩხიტუნიძე თეა
ჩხიტუნიძე თეა
ექოსკოპისტი
სისაური ელისო
სისაური ელისო
ექოსკოპისტი
ოთარაშვილი თამარი
ოთარაშვილი თამარი
ექოსკოპისტი
მჭედლიშვილი ლალი
მჭედლიშვილი ლალი
ექოსკოპისტი
ესაიაშვილი ანა
ესაიაშვილი ანა
ექოსკოპისტი
გოგრიჭიანი ანა
გოგრიჭიანი ანა
ექოსკოპისტი
გოგოლაძე მანანა
გოგოლაძე მანანა
ექოსკოპისტი

თემები