Georgianenglishrussian

სტომატოლოგია

სტომატოლოგია

,,ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიური სამსახური ხასიათდება შემდეგი უპირატესობებით:

1. მაღალტექნოლოგიური აპარატურა:

უახლესი იტალიური სტომატოლოგიური სამკურნალო ცენტრები (ფირმა ,,Anthos"  სტომატოლოგიური ბორმანქანა და სავარძელი აღჭურვილი ბოლო თაობის ინტრაორალური Kკამერით და ულტრაბგერითი სკალერით. გერმანული ფირმა ,,სირონას" სტომატოლოგიური სისტემები (ორალური სკანერი,,CEREC AC connect",  ლაბორატორიული სკანერი რობოტი ,,inEos X5", სხვადასხვა მასალების გამოსაჩარხი პრეციზიული ჩარხი ,,inLab MC XL", სხვადასხვა მასალების გამოსაწვავი ღუმელი,,inFire HTC speed", გერმანული ფირმა ,,ვიტას" ფაიფურის გამოსაწვავი ღუმელი.

უახლოესი ტექნოლოგიები დიაგნოსტიკაში – დენტალური რადიოვიზიოგრაფია, დიგიტალური ორთოპანტომოგრაფია, 3D კონუსურ სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია.

ციფრული რენტგენოდიაგნოსტიკის კაბინეტში რადიოვიზიოგრაფიული სისტემის წარმატებული მუშაობის საფუძველს ქმნის ცნობილი იაპონური მწარმოებლის Belmont --ის რენტგენის აპარატის უახლოესი მოდელი Phot XII.

გერმანული კორპორაცია ,,Sirona"-ს ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქტი რენტგენის აპარატი ,,ORTHOPHOS XG 3D საშუალებას იძლევა მარტივდ და სწრაფად ჩატარდეს უზუსტესი რენტგენოლოგიური კვლევა - კბილების, ორივე ან ერთი ყბის, საფეთქელ ქვედა ყბის სახსრის, ჰაიმორის წიაღის 2D ან 3D გამოსახულება მაღალი რეზოლუციით. საუკეთესო პანორამული გამოსახულება მიიღება უახლესი პროგრამული ტექნოლოგიით ,,Astra" და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც პანორამული, ისე კომპიუტერულ ტომოგრაფიული 3D გამოსახულება მიიღება უმცირეს დოზებში.

ქირურგიულ კაბინეტში იმპლანტაციისთვის გამოიყენება Acteon –ის ჯგუფის (საფრანფეთი, გერმანია) უახლესი მოდელი იმპლანტ – ცენტრი, უნიკალური თანამედროვე აპარატი. იმპლანტაციის გარდა, აღნიშნული აპარატი შესაძლებელია გამოვიყენოთ ძვლოვანი ქსოვილის ულტრაბგერით დამუშავების პროცესში: კბილის ექსტრაქციის დროს, ფესვის მწვერვალის რეზექციის დროს, პრეიმპლანტოლოგიურ ქირურგიაში ზედა ყბის წიაღის ქვედა კედლის აწევის დროს, ოსტეოტომიების დროს, ძვლის მოცულობს გაზრდის დროს (ძვლის გახლეჩისას) და სხვა. Piezotom –ი აშუალებას იძლევა აღნიშნული მანიპულაციები ჩატარდეს მინიმალურად ინვაზიურად, ყბის ძვლის მაქსიმალური დაზოგვით, აპარატის გამოყენება პოსტოპერაციულ პერიოდში მნიშვნელოვნად ამცირებს (6 ჯერ) ტკივილს, შეშუპებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესებს.

2. გარანტირებული დეზინფექცია და სტერილიზაცია –ერთჯერადი ინსტრუმენტები და საგნები, სტერილური პაკეტები, თანამედროვე ავტოკლავი. ,,ავერსის კლინიკის” ინფექციური კონტროლის მაღალი სტანდარტი პრაქტიკულად გამორიცხავს ინფექციების გადაცემის გზებს.

3. გულისხმიერი პროფესიონალები. კლინიკის თანამშრომლები მუდმივად იმაღლებენ პროფესიულ უნარ ჩვევებს და ცოდნას სხვადასსხვა კონფერენციებში, ტრეინინგებსა და სემინრებში აქტიური მონაწილეობით.

4. საუკეთესო მასალების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დიდი არჩევანი.

კლინიკაში შერჩეული სტომატოლოგიური მასალები გამოირჩევიან მაღალი ბიოთავსებადობით, უსაფრთხოებით და მაღალი კლინიკური ეფექტურობით. გამოყენებული მასალები და მათი გამოყენების მეთოდიკები გამოირჩევიან მაღალი რეიტინგით ევროპასა ამერიკაში.

5. მომსახურების ფართო სპექტრი:

თერაპიული სტომატოლოგია:

  • კერამიკული რესტავრაციები ჩანართისა და ვინირების სახით.
  • მაღალი ხარისხის ჰელიობჯენები.
  • ენდოდონტიური მკურნალობა (კბილის არხების დამუშავება და დაბჯენა)
  • ღრძილების მკურნალობა
  • კბილის ნადებების მოცილება ულტრაბგერითი სკალერით ან Aირ Fლოწ აპარატით.
  • კბილების გათეთრება


ქირურუგული სტომატოლოგია:

  •  კბილის ექსტრაქციები, მათ შორის რეტენირებული და ნახევრად რეტენირებული კბილების ექსტრაქცია
  •  ყბა-სახის მიდამოს ანთებითი პროცესების ქირურგიული მკურნალობა
  •  ყბა-სახის მიდამოს ტრავმების ქირურგიული მკურნალობა
  •  სტაციონარული მომსახურეობა
  •  კბილის იმპლანტაცია

ორთოპედიული სტომატოლოგია:

  • ლითონკერამიკის, კერამიკული და ცირკონიუმის ოქსიდზე დამზადებული გვირგვინები და ხიდები
  • მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზები
  • ნეილონის და პროთეზები
  • კაპები

ორთოდონტია:

  • კბილების, კბილთა მწკრივის, თანკბილვის ანომალიების გასწორება ბრეკეტ სისტემებით და მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატით

ბავშვთა სტომატოლოგია:

  • კბილების დაბჯენა
  • ფისურების ჰერმეტიზაცია
  • კბილების ფტორირება
  • რენტგენოდიაგნოსტიკა:

  • კბილების რადიოვიზიოგციფრული გამოკვლევა
  • პანორამული რენტგენოდიაგნოსტიკა
  • საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის რენტგენოდიაგნოსტიკა
  • ჰაიმორის წიაღის რენტგენოდიაგნოსტიკა
  • კბილების ყბების, ყბა-სახის მიდამოს 3D კომპიუტერული ტომოგრაფია

სიახლე სტომატოლოგიაში:

,,ავერსის კლინიკის" სტომატოლოგიის სამსახურში დაინერგა კბილთა რესტავრაციების უახლესი მეთოდი CEREC რესტავრაციები.(Chairside Economical Restoration of Esthetic Ceramics, or  CEramic REConstraction). ეს არის გერმანული ტექნოლოგიების, დანადგარებისა და მასალების კომპლექსი სტომატოლოგიური რესტავრაციების დასამზადებლად. რესტავრაციები (ჩანართები, ვინირები, გვირგვინები) იჩარხება სხვადასხვა სახის მასალის (ფაიფური, ცირკონის ოქსიდი, პლასტმასა და ა.შ) ბლოკებისაგან სპეციალიზირებული CAD CAM სისტემის გამოყენებით. აღნიშნული რესტავრაციები გამოირჩევა მაღალი ესთეტიკური პარამეტრებით, დიდი ხნის გამძლეობით, ბიოთავსებადობით, დამზადების უმოკლესი ვადებით. სწორად ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გამო იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობის შორის.

ექიმები


ქოჩორაშვილი თამარი
ქოჩორაშვილი თამარი
სტომატოლოგი თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი
დევდარიანი სალომე
დევდარიანი სალომე
სტომატოლოგი-თერაპევტი
აბესაძე მაია
აბესაძე მაია
რენტგენოლოგი
აბესაძე ნაილი
აბესაძე ნაილი
რენტგენოლოგი
საბანაძე სოფიკო
საბანაძე სოფიკო
სტომატოლოგი-თერაპევტი
ხუჯაძე თამარი
ხუჯაძე თამარი
სტომატოლოგი თერაპევტი
გამყრელიძე გურანდა
გამყრელიძე გურანდა
სტომატოლოგი-თერაპევტი, ორთოპედი
გაბელაია ნანა
გაბელაია ნანა
სტომატოლოგი-თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი
გამცემლიძე ეკა
გამცემლიძე ეკა
ყბა-სახის ქირურგი
დავლაძე ქეთევანი
დავლაძე ქეთევანი
სტომატოლოგი-თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი
ვარდანაშვილი თამარი
ვარდანაშვილი თამარი
სტომატოლოგი-თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი
ავალიშვილი სალომე
ავალიშვილი სალომე
სტომატოლოგი-ორთოდონტი
ლაფაური ზურაბი
ლაფაური ზურაბი
სტომატოლოგი-ორთოპედი
დავითური გიორგი
დავითური გიორგი
სტომატოლოგი-ცერეკ ტექნოლოგიების სპეციალისტი
კალანდაძე აკაკი
კალანდაძე აკაკი
სტომატოლოგი
ოსოშვილი ნიკა
ოსოშვილი ნიკა
სტომატოლოგი ქირურგი
ტატიშვილი გიორგი
ტატიშვილი გიორგი
სტომატოლოგი ორთოპედი
კუკულაძე მიშა
კუკულაძე მიშა
სტომატოლოგი-თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი
რევიშვილი ლალი
რევიშვილი ლალი
სტომატოლოგი-თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი, ქირურგი
გურგენიშვილი სალომე
გურგენიშვილი სალომე
სტომატოლოგია
ჯავახიშვილი მარიამი
ჯავახიშვილი მარიამი
სტომატოლოგი ორთოპედი-თერაპევტი, ქირურგი, ბავშვთა სტომატოლოგი
მალაციძე ანი
მალაციძე ანი
სტომატოლოგი თერაპევტი-ქირურგი
ღვინიაშვილი მარინა
ღვინიაშვილი მარინა
სტომატოლოგი თერაპევტი-ქირურგი
ასანიძე ნათია
ასანიძე ნათია
სტომატოლოგი-ორთოპედი
მოსულიშვილი მარიამი
მოსულიშვილი მარიამი
სტომატოლოგი-თერაპევტი, ქირურგი
ლილუაშვილი ნინო
ლილუაშვილი ნინო
სტომატოლოგი თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი, ბავშვთა ქირურგი
ალიხანაშვილი კონსტანტინე
ალიხანაშვილი კონსტანტინე
სტომატოლოგი–თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი, ბავშვთა ქირურგი
კაპანაძე მარი
კაპანაძე მარი
სტომატოლოგი-თერაპევტი, ქირურგი, ბავშვთა თერაპევტი, ბავშვთა ქირურგი
ამირანაშვილი მარინე
ამირანაშვილი მარინე
სტომატოლოგი თერაპევტი-ქირურგი
ბაზლიძე ლიანა
ბაზლიძე ლიანა
სტომატოლოგი თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი, ქირურგი
ბერიძე კახაბერ
ბერიძე კახაბერ
სტომატოლოგი თერაპევტი, ორთოპედი
მელქაძე ნათელა
მელქაძე ნათელა
სტომატოლოგი თერაპევტი
ნაზარიანი არკადი
ნაზარიანი არკადი
სტომატოლოგი თერაპევტი, ქირურგი
ცერცვაძე თამარ
ცერცვაძე თამარ
სტომატოლოგი თერაპევტი, ბავშვთა თერაპევტი, ქირურგი
კუპრაძე ნატალია
კუპრაძე ნატალია
სტომატოლოგი ორთოდონტი
კაკაურიძე ნინო
კაკაურიძე ნინო
სტომატოლოგი ორთოდონტი

თემები