„ავერსის კლინიკაში“ შესაძლებლობა გაქვთ იკვლიოთ ძვლის მინერალის სიმკვრივე დენსიტომეტრის უახლესი აპარატით - DXA GE Lunar Prodigy Pro.
დენსიტომეტრია არის კვლევის თანამედროვე მეთოდი ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკოდ და დღესდღეობით აღიარებულია, ოქროს სტანდარტად.
დენსიტომეტრი DXA GE Lunar Prodigy Pro აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, კვლევის შედეგის მიღება შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით მინიმალური დასხივებითა და კვლევის ხანგრძლივობით.
დენსიტომეტრის აპარატს აქვს შესაძლებლობა იკვლიოს:
DXA GE Lunar Prodigy Pro -ს აპარატის ფუნქციურ უპირატესობებს წარმოადგენს
TBS - წელის მიდამოს ტრაბეკულური ძვლოვანი ინდექსის შეფასება ზრდის მოტეხილობის ალბათობის განსაზღვრის სიზუსტეს, ასევე დენსიტომეტრიას ხდის უფრო ეფექტურს.
Frax – 40-დან 90 წლამდე ასაკის პაციენტებში მომდევნო 10 წლის მანძილზე პათოლოგიური მოტეხილობის განვითარების ალბათობის პროცენტული განსაზღვრა(მენჯ-ბარძაყის კვლევის წარმოების შემთხვევაში)
პედიატრიული პროგრამა- უზრუნველყოფს 5 წლის პაციენტებში ბავშვთა ძვლოვანი სისტემის სიმკვრივის, ცხიმოვანი და არაცხიმოვანი ქსოვილის პარამეტრების განსაზღვრას.
გამოიწერეთ ავერსის კლინიკის სიახლეები