Georgianenglishrussian

მამოლოგია

„ავერსის კლინიკაში“ შესაძლებელია მამოლოგიასთან დაკავშირებული სერვისების სრული სპექტრის მიღება.

დიაგნოსტირების ეტაპი:

  • მამოლოგის კონსულტაცია
  • მამოგრაფია
  • ულტრასონოგრაფია
  • მაგნიტურ-რეზონანსული გამოკლვევა
  • წვრილნემსოვანი, მსხვილნემსოვანი და ექსციზიური  ბიოფსია

მამოგრაფია გახლავთ ძუძუს პათოლოგიების დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად აღიარებული კვლევა, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევა ტარდებოდეს მაღალი ხარისხის აპარატით, რათა გამოირიცხოს შეცდომის ალბათობა. „ავერსის კლინიკაში“ ფუნქციონირებს უახლესი თაობის მამოგრაფიის აპარატი, GE Pristina, რომელსაც სხვა ბევრ უპირატესობასთან ერთად ისიც გამოარჩევს, რომ გახლავთ ერთადერთი აპარატი საქართველოში კონტრასტული კვლევის შესაძლებლობით.

ბიოფსიები ტარდება რადიოლოგიური კონტროლის ქვეშ, ზოგჯერ წინასწარი მარკირებით, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვანია, მასალის აღება მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით. მასალის აღების შემდეგ, ხდება პრეპარატების გეგმიური ციტოლოგიური და ჰისტო/იმუნომორფოლოგიური შესწავლა „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიის მიერ, რის შემდეგაც ისმება საბოლოო დიაგნოზი. გარკვეული პათოლოგიების დროს მეტი სიზუსტისთვის საჭირო ხდება და შესაძლებელია ინტრაოპერაციული ექსპრეს ჰისტოლოგიის წარმოება, ასევე მამოგრაფიის ინტეგრირება და გამოყენება კი  პრე და ინტრაოპერაციულად

მკურნალობის ეტაპი:

დაავადების საბოლოო ვერიფიცირების შემდეგ ხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა სპეციალისტთა გუნდის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია ონკოქირურგით, ქიმიოთერაპევტით, სხივური თერაპევტით, პათომორფოლოგითა და პლასტიკური ქირურგით.

ხორციელდება როგორც კონსერვატიული, აგრეთვე ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებისა და პროტოკოლების გათვალისწინებით.

დიაგნოსტირების შემდგომ ქირურგიული ჩარევის გარდა, შესაძლებელია  სისტემური მკურნალობა  ქიმიო /ჰორმონო თარგეტული თერაპია, როგორც ნეოადიუვანტურ, ასევე ადიუვანტურ რეჟიმში.

ძუძუს ავთვისებიანი დაავადების მკურნალობის პროცესში პრიორიტეტულია ე.წ. ორგანოს შემანარჩუნებელი ოპერაციები ონკოპლასტიკური მიდგომით, რაც ითვალისწინებს დაავადების ქირურგიულ მკურნალობას კოსმეტიკური ეფექტის მაქსიმალურად გათვალისწინებით.

რეკონსტრუქციის ეტაპი:

„ავერსის კლინიკაში“ პაციენტებს, სურვილის შემთხვევაში, მასტექტომიის შემდეგ უტარდებათ ძუძუს რეკონსტრუქციული ოპერაციები, რაც პაციენტს მატებს მეტ თავდაჯერებულობას ოპერაციის შემდეგ. რეკონსტრუიქციული ოპერაციები ტარდება სხვადასხვა მეთოდით:

  • კან-კუნთოვანი ნაფლეთის გამოყენებით
  • ექსპანდერ/იმპლანტის გამოყენებით
  • თავისუფალი ნაფლეთით

 

ექიმები


როინიშვილი თამილა
როინიშვილი თამილა
ონკომამოლოგი
კვახაძე კარლო
კვახაძე კარლო
ონკო-მამოლოგი

თემები