Georgianenglishrussian

კარდიოლოგია

კარდიოლოგია

,,ავერსის კლინიკაში'' ფუნქციონირებს 24 საათიანი კარდიოლოგიის ცენტრი, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარება.

კლინიკაში განთავსებულია ამიერკავკასიაში ერთადერთი ჰიბრიდული საოპერაციო, სადაც ტარდება კორონაროგრაფია და სტენტირება.

ტარდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის, რითმის რთული დარღვევების, გულის მწვავე ქრონიკული უკმარისობების დიაგნოსტირება და მკურნალობა.   

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ეკგ კვლევა INNOMED–ის ფირმის (უნგრეთი) 12 არხიანი აპარატით (კომპიუტერიზირებული სისტემა).
  • ექოკარდიოგრაფია - უახლესი მოდელის მაღალმგრძნობიარე  დოპლერექოკარდიოგრაფი PHILIPS EPIQ 7G (ჰოლანდია) ტრანსთორაკალური (TTE) და ტრანსეზოფაგური (TEE) გადამწოდებით, რომლის საშუალებითაც ხდება გულის სტრუქტურულ-ჰემოდინამიკური პარამეტრების სრულყოფილი შესწავლა ორ და სამგანზომილებიან რეჟიმებში. 
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედმილზე (სარბენ ბილიკზე) INNOMED – ის (უნგრეთი) აპარატით (კომპიუტერული მართვით), რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ - ფარული კორონარული არტერიების დაავადება, გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ვერ ფიქსირდება მოსვენების ეკგ კვლევის დროს, შეფასდება დანიშნული მკურნალობის ეფექტურობა,  ასევე გულის ფუნქციური მდგომარეობა გეგმიური ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე  დატვირთვის მაქსიმალური ზღურბლის განსაზღვის მიზნით. 
  • 24-საათიანი ეკგ და წნევის მონიტორირება - Argus (უნგრეთი), Cardioline (იტალია) და Mortara  ფირმის  2, 3, 7 და 12 განხრიანი ჰოლტერ მონიტორებით შესაძლებელია გულის რითმის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში ჩვეული ცხოვრების რეჟიმის პირობებში.

თემები