Georgianenglishrussian

26 ნოემბერს ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში კონფერენცია - „უწყვეტი განათლება ლაბორატორიულ მედიცინაში“ ჩატარდა

2022.12.06

26 ნოემბერს ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში კონფერენცია - „უწყვეტი განათლება ლაბორატორიულ მედიცინაში“ ჩატარდა

ავერსის კლინიკის ლაბორატორიის საანდოობის ერთ-ერთი მიზეზი მაღალკვალიფიციური პერსონალია, რომელიც გადის პერმანენტულ სწავლებას, ეცნობა და ნერგავს სიახლეებს ლაბორატორიაში და მუდმივად ვითარდება, რადგან ჩვენთვის გაჩერება, უკანსვლას ნიშნავს!

ავერსის კლინიკის ხელმძღვანელობა ზრუნავს თანამშრომელთა უწყვეტ განათლებაზე, რათა თითოეული მათგანის განვითარება, ცოდნა და კვალიფიკაცია მუდმივად პასუხობდეს მედიცინის  სფეროში არსებულ გამოწვევებს, პაციენტთა მოლოდინებს, საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

ამის დასტური არის ის, რომ 26 ნოემბერს, „ავერსის კლინიკაში“ ჩატარდა კონფერენცია - „უწყვეტი განათლება ლაბორატორიულ მედიცინაში“, რომელსაც ესწრებოდა ავერსის კლინიკის ლაბორატორიის ყველა ფილიალის წარმომადგენელი.

კონფერენცია გახსნა ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის კონსულტანტმა, ქ-ნმა თინა ბუკიამ. კონფერენციას უძღვებოდა ავერსის კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნანა ძნელაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ, დეტალურად ისაუბრა სამუშაო პროცესებზე ლაბორატორიაში, ლაბორატორიის მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

გამომსვლელებმა ისაუბრეს რისკებზე ლაბორატორიაში, იმუნოლოგიური, ბიოქიმიური და სხვა კვლევების  მნიშვნელობაზე  სამედიცინო დიაგნოსტიკის კუთხით.

კონფერენციის ბოლოს, ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.

ავერსის კლინიკის ლაბორატორია მომავალშიც განაგრძობს კონფერენციების სერიას, რომლის მიზანი იქნება თანამშრომელთა უწყვეტი განათლება და მუდმივი განვითარება!

მადლობა ჩვენს კოლეგებს, რომ აქტიურად მიყვებიან ლაბორატორიის განვითარების პროცესს და მუდამ არიან თქვენს სამსახურში!

    

    

    

         

თემები