Georgianenglishrussian

უახლესი ლაზერული აპარატი "ავერსის კლინიკაში"

2021.09.07

უახლესი ლაზერული აპარატი "ავერსის კლინიკაში"

მსოფლიოში, შარდ-კენჭოვანმა დაავადებების რიცხვმა განსაკუთრებით მოიმატა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ზრდის ტენდენციაა საქართველოშიც. კენჭები წარმოადგენს მინერალებისა და მარილებისგან წარმოქმნილ მყარ სხეულებს, რომლებიც იწვევს ზურგისა და ფერდის არეში გაუსაძლის ტკივილს.

„ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალში დაინერგა შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობის ოქროს სტანდარტად აღიარებული, ლაზერული ქირურგია.

ოპერაციები ტარდება მსოფლიოსი საუკეთესო ლაზერული აპარატის KARL STORZ CALCULASE III-ის გამოყენებით.

ლაზერული აპარატი გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების სამკურნალოდ:

  • თირკმლისა და შარდსაწვეთის კენჭები
  • წინამდებარე ჯირკვლის ვაპორიზაცია ან /და ენუკლეაცია
  • ურეთრისა და შარდსაწვეთის მცირე სტრუქტურების ჩასაკვეთად

არაინვაზიური ლაზერული ოპერაცია KARL STORZ CALCULASE III-ის აპარატით ამცირებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პერიოდს და საშუალებას აძლევს პაციენტს სწრაფად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

  • უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურა
  • ეფექტური შედეგი
  • პოსტოპერაციულად, კლინიკაში 1 დღიანი დაყოვნება
  • სწრაფი რეაბილიტაციის პროცესი
  • მინიმუმამდე დაყვანილი პოსტოპერაციული გართულებები
  • პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

თემები