Georgianenglishrussian

გლაუკომა - სიმპტომები და რისკ-ფაქტორები

2021.06.04

გლაუკომა - სიმპტომები და რისკ-ფაქტორები

გლაუკომა არის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალშიდა წნევის მუდმივი ან პერიოდული მატება, მხედველობის ველის დამახასიათებელი ცვლილებები და მხედველობის ნერვის პროგრესული დისტროფია. აღნიშნული ცვლილებები იწვევს მხედველობის დაქვეითებას და სრულ სიბრმავეს.

გლაუკომა საწყის ეტაპზე ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ თვალის შიდა წნევის მონიტორინგი ერთადერთი პრევენციაა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად და მხედველობის შესანარჩუნებლად.

გლაუკომის გამომწვევი რისკ ფაქტორები:

  • თვალის ტრავმა
  • მემკვიდრული წინასწარ განწყობა
  • ასაკი (45+)
  •  თვალის ვიწრო წინა საკანი
  • სტეროიდების ხანგრძლივი მიღება
  • ზოგადი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, ათეროსკლეროზი, ჰიპერტენზია და სხვ.)
  • მაღალი ახლომხედველობა
  • თხელი ცენტრალური რქოვანა
  • ფსევდოექსფოლიაცია

გლაუკომას სიმპტომებია:

აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს თუ შენიშნეთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. ამას გარდა დაავადების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ოფთალმოლოგთან ვიზიტი და სკრინინგული კვლევა წელიწადში ერთხელ მაინც. დროული დიაგნოსტირებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეჩერება.

დიაგნოსტიკის მეთოდები:

  • ტონომეტრია
  • ბიომიკროსკოპია
  • პერიმეტრია
  • ბიომიკროოფთალმოსკოპია
  • ტომოგრაფია
  • პაქიმეტრია
  • კომპიუტერული პერიმეტრია,
  • რეტინოტომოგრაფია (HRT),
  • ოკულოკოჰერენტული ტომოგრაფია (OCT)
  • ელექტრო ფიზიოლოგია

გლაუკომის მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმაზე. მკურნალობის კურსს კი თავად ოფთალმოლოგი განსაზღვრავს. მკურნალობა შესაძლებელია როგორც მედიკამენტურად, ასევე ლაზერული ან ქირურგიული მეთოდით.

  • გლაუკომის პროფილაქტიკა მის პრევენციას გულისხმობს. 40 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა იზომავდეს თვალშიგა წნევას ოფთალმოლოგიურ კაბინეტში. წნევის მომატების დროულად აღმოჩენისას მკურნალობის შედეგი უფრო ეფექტურია, ვიდრე დაგვიანებულ შემთხვევებში. დაავადების დროულად აღმოჩენა მხედველობის შენარჩუნების საწინდარია.
  • გლაუკომის გართულების თავიდან ასაცილებლად და მხედველობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ექიმის მიერ დადგენილი რეჟიმის მკაცრი და განუხრელი დაცვა. 

მნიშვნელოვანია კვების მითითებული რეჟიმის და რაციონის დაცვა. რეკომენდებულია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვები.

თემები