უახლესი თაობის ენდოსკოპიის აპარატი "ავერსის კლინიკაში"
"ავერსის კლინიკის" ცენტრალურ ფილიალში, ენდოსკოპიის კაბინეტი აღიჭურვა უახლესი თაობის ენდოსკოპიის აპარატით OLYMPUS EVIS X1
აპარატის უპირატესობებია:
- გამოსახულების უმაღლესი ხარისხი
- საკვლევი მონაკვეთის გაუმჯობესებული სტრუქტურა, ფერი და განათება მონიტორზე
- დაავადებების უკეთესი გარჩევადობა
- სისხლძარღვებისა და სისხლდენის კერის უკეთ გარჩევის შესაძლებლობა
- კონკრეტულ მონაკვეთზე ფოკუსირების შესაძლებლობა