Georgianenglishrussian

25%-ანი ფასდაკლება ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკო კვლევაზე

2020.08.31

25%-ანი ფასდაკლება ოსტეოპოროზის სადიაგნოსტიკო კვლევაზე

ოსტეოპოროზი, ჩუმი და ვერაგი დაავადებაა, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია 65 წელს ზევით ასაკის ადამიანებში.

დაავადება შესაძლოა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში  ჩივილების გარეშე   მიმდინარეობდეს და მოულოდნელად  გამოიხატოს ისეთი გართულებით, როგორიცაა მოტეხილობა.

ასაკოვან პაციენტებში ოსტეოპოროზისგან გამოწვეული მოტეხილობით სიკვდილიანობა 45%-ს აღწევს, 33% კი რჩება ინვალიდი. მხოლოდ 22%-ა ისეთი, ვინც ახერხებს, მოტეხილობამდე არსებულ ფიზიკურ კონდიციას დაუბრუნდეს.

იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ ოსტეოპოროზისგან გამოწვეული მოტეხილობა და დროულად მოვახდინოთ დაავადების დიაგნოსტირება, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ოქროს სტანდარტად არის აღიარებული დენსიტომეტრიული კვლევის ჩატარება.

სპეციალური შეთავაზება 65 წელს ზევით ასაკის მოსახლეობას. ჩაიტარეთ დენსიტომეტრიული კვლევა 25%-ანი ფასდაკლებით სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი ბრენდის General Electric-ის უახლესი აპარატით Lunar Prodigy Pro.

დროულად დასმული დიაგნოზი თავიდან აგარიდებთ უცაბედ მოტეხილობასა და შემდგომ გართულებებს. 

თემები