Georgianenglishrussian

როგორ შეინარჩუნოს ოჯახმა ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის დროს

2020.04.30

როგორ შეინარჩუნოს ოჯახმა ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის დროს

COVID 19- ის გავრცელების შესაჩერებლად თვითიზოლაცია ერთადერთი საშუალებაა.ამ პერიოდში, როდესაც ოჯახის წევრები მთელ დროს ერთად, ერთ სივრცეში ატარებენ, შეიძლება მოიმატოს დაძაბულობამ და კონფლიქტმა. ბავშვი გახდეს ჭირვეული, უარი თქვას სწავლაზე, მიეჯაჭვოს ინტერნეტს და ა.შ.

როგორ შევინარჩუნოთ სახლში მშვიდი ატმოსფერო? და როგორ გავხადოთ ნაყოფიერი ბავშვებისათვის სახლში ყოფნა?

  • მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესდეთ ერთმანეთის მდგომარეობით, რადგან შეიძლება თქვენი ოჯახის წევრისათვის იზოლაცია იმაზე სტრესული და დამანგრეველი იყოს, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ.
  • შეინარჩუნეთ კონტაქტები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, დაიხმარეთ ციფრული საშუალებები და მოაწყვეთ საერთო „შეხვედრები“.
  • დაგეგმეთ ისეთი აქტივობები, სადაც ყველა იქნებით ჩართული. ეს კიდევ უფრო მეტად შეკრავს ოჯახს და პროდუქტიულობის განცდასაც მოგიტანთ.
  • აუცილებლად ჩამოწერეთ ყველა ის საკითხი, რისი შესრულებაც გსურთ კვირის განმავლობაში და მიყევით გეგმას, ეს მოგიტანთ განცდას, რომ მოვლენებს აკონტროლებთ.
  • იყავით ფიზიკურად აქტიურები, სახლშიც კი და თქვენი ოჯახის წევრებიც წაახალისეთ, რომ მოგბაძონ.
  • მიეცით ერთმანეთს განმარტოებისათვის დრო და სივრცე.
  • დაუგეგმეთ ბავშვს დრო ისე, რომ მთელი დღის განმავლობაში არ მოუწიოს სწავლა. შეასვენეთ, მიეცით დრო თამაშისა და გართობისათვის.
  • დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, დღის რომელ მონაკვეთშია თქვენი შვილი უფრო აქტიური და ასე გადაანაწილეთ სხვადასხვა საქმიანობები. შეიძლება დღე დაიწყოთ აქტიურად  და შემდეგ შეასვენოთ იგი, ან პირიქით. ამისათვის დააკვირდით მის რეაქციებს, ემოციებსა და ყურადღების კონცენტრაციას.  
  • წაახალისეთ ბავშვებში შემოქმედებითობა. იმღერეთ, იცეკვეთ და ხატეთ მათთან ერთად. ეს გარდა იმისა რომ შეავსებს დღეს საინტერესო აქტივობებით, ასევე დაგეხმარებათ შფოთვის დაძლევაში.

გახსოვდეთ რომ კარგი განწყობა დიდ როლს თამაშობს ძლიერი იმუნიტეტის შენების პროცესში.

თემები