Georgianenglishrussian

რა უნდა ვიცოდეთ ექიმთან ვიზიტის შესახებ COVID 19-ის დროს?

2020.04.28

რა უნდა ვიცოდეთ ექიმთან ვიზიტის შესახებ COVID 19-ის დროს?

დღეისათვის ყველაზე აქტუალური თემა Covid 19-ია, თუმცა არსებობს ბევრი სხვა არანაკლებ საშიში დაავადება და პაციენტები საჭიროებენ სხვადასხვა მიმართულების ექიმის კონსულტაციას.

ამიტომ, გადვწყვიტეთ პასუხი გავცეთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს, რასაც ამ პერიოდში გვისვამენ:

თუ მესაჭიროება ისეთი სამედიცინო დახმარება, რომელიც არ არის დაკავშირებული COVID 19-თან და არ არის გადაუდებელი შემთხვევა, შემიძლია თუ არა კლინიკაში მისვლა?

დიახ, შეგიძლიათ! თუ არის კლინიკაში ვიზიტის აუცილებლობა, ჩვენს კლინიკაში თითოეული მიმართულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

რამდენადაა დაცული კლინიკაში უსაფრთხოების ნორმები?

კლინიკაში მოსული პაციენტი, მაქსიმალურადაა დაცული ვირუსული საფრთხეებისგან. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. თითოეულ პაციენტს შემოსვლის დროს უტარდება თერმოსკრინინგი, ხელის და ფეხსაცმლის დეზინფექცია. მოსაცდელი ლოკაციების იატაკებზე დატანილია შესაბამისი ნიშნულები 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ. მთელი კლინიკის მასშტაბით დანერგილია რიგის მართვის სისტემა, რაც იმის გარანტიაა, რომ პაციენტებს არ უწევთ ერთ სივრცეში მოცდა, არ უწევთ ერთმანეთთან კონტაქტი და მინიმუმამდეა დაყვანილი ლოდინის დრო. კლინიკაში ვუშვებთ მხოლოდ პაციენტებს (თანმხლები პირები გარეთ ელოდებიან), რათა მაქსიმალურად შევამციროთ შენობაში ხალხის რაოდენობა. ფუნქციონირებს წინასწარ ჩაწერის სერვისი, რაც პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დანიშნულ დროს ეწვიონ კლინიკას და არ მოუწიოთ ცოცხალ რიგში დაყოვნება.  პაციენტები საეჭვო სიმპტომებით ყოვნდებიან სრულად იზოლირებულ ტერიტორიაზე.

მაქვს თუ არა შესაძლებლობა დისტანციურად გავესაუბრო ექიმს?

დიახ, პანდემიის პერიოდში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ, დისტანციურად გაესაუბრონ შემდეგი მიმართულების ექიმებს: ანგიოქირურგი, ენდოკრინული ქირურგი, ალერგოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, გასტროენტეროლოგი, მამოლოგი, ოფთალმოლოგი, ბავშვთა ოფთალმოლოგი.

შემიძლია თქვენს კლინიკაში სტომატოლოგთან ვიზიტი?

დიახ, ჩვენი სტომატოლოგიური განყოფილება ჩვეულ რეჟიმში იღებს პაციენტებს შემდეგი სიმპტომების დროს: კბილის ტკივილი, აბსცესი,  დაზიანება, სისხლდენა.

გაითვალისწინეთ, თუ  გაქვთ COVID 19-თვის დამახასიათებელი ნიშნები: მშრალი ხველა, ცხელება, ჰაერის უკმარისობა, ყელის ტკივილი, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ქოშინი, ზოგადი სისუსტე, სახსრებისა და კუნთების ტკივილი - აუცილებლად მიმართეთ თქვენს სიახლოვეს მდებარე ცხელების ცენტრს. 

ტელ.: 2 500 700

თემები