Georgianenglishrussian

ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალმა 5 წლის იუბილე აღნიშნა

2013.05.27

ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალმა 5 წლის იუბილე აღნიშნა

  კლინიკათა ქსელის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი გახლავთ კომპანია “ავერსის” ისტორიაში. პირველი კლინიკა მარნეულში 2007 წელს გაიხსნა და, დღეს უკვე, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას “ავერსის კლინიკის” 9 უმაღლესი დონის სამედიცინო დაწესებულება ემსახურება. ეს პროექტი არა მხოლოდ თითოეული პაციენტისთვის უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების შეთავაზებას ითვალისწინებს, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსაც ემსახურება _ იქმნება სტაბილური სამუშაო ადგილები, ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად სოლიდური თანხით ივსება... ამასთანავე, “ავერსის” სახელი პროფესიონალიზმთან, სტაბილურობასთან, მაღალ ხარისხთან და უამრავ სასიკეთო საქმიანობასთან ასოცირდება.

ხუთი წლის წინ, 2008 წლის 27 მაისს ქ. რუსთავში, ავერსის კლინიკის რიგით მეორე ფილიალი გაიხსნა. ის მსოფლიო დონის მრავალპროფილური ამბულატორიული ტიპის დაწესებულებაა, სადაც პაციენტთა განკარგულებაშია თანამედროვე გაიდლაინებითა და სამედიცინო ტექნოლოგიებით მომუშავე სპეციალისები: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ბავშვთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგი,  ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, მამოლოგი,  ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი, რევმატოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგები (თერაპევტი, ქირურგი, ორთოპედი).
რუსთავის კლინიკაში ფუნქციონირებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება 142 სახის კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ებოტის, როშეს, სისმექსის, ვიდასის და სხვა მსოფლიო ლიდერი კომპანიების კომპიუტერიზებულ სადიაგნოსტიკო ანალიზატორებზე. კლინიკაში მოსულ პაციენტს პროფესიონალთა გუნდი, კომფორტული გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი ხვდება, რაც პაციენტების ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს. 
“ავერსის” რუსთავის კლინიკაში გახსნის დღიდან რეგისტრირებულია 25000-ზე მეტი ისტორია, რაც რუსთავის მოსახლეობის - 21 % შეადგენს (რუსთავში 117000-მდე ადამიანი ცხოვრობს); ჩატარებულია 144896  ამბულატორიული მომსახურება; დღეში საშუალოდ კლინიკას 68 პაციენტი მომართავს და მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. 
კლინიკა რუსთავის მოსახლეობაში იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მისი გაფართოება და ფართის დამატება, ასევე ახალი კადრების მიღებაც გახდა აუცილებელი. 

25 მაისს რუსთავის ავერსის კლინიკის 5 წლის იუბილე რუსთავში რესტორან “ლაზიკა”-ში გაიმართა. საღამო სიურპრიზებით და მოულოდნელობებით იყო სავსე. გაიმართა ვიქტორინა, რომლის კითხვებზეც ყველაზე მეტი სწორი პასუხი  ექიმმი-კარდიოლოგმი დავით მაისურაძემ გასცა. ასევე დასახელდნენ კლინიკის ყველაზე წარმატებული ექიმები, გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულნიც, ვინც სიგელით, ფულადი პრიზებით და კოსმეტიკური საშუალებებით დასაჩუქრდნენ:
ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ ბანკეტის პირველი ნაწილი ლამაზმა ფეიერვერკმა დაასრულა, რის შემდეგაც გაგრძელდა საღამო ტრადიციულად თამადის ხელმძღვანელობით და მუსიკის თანხლებით. 
5 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსთავის ავერსის კლინიკამ პაციენტებს კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა - 27 მაისიდან 1 ივნისამდე - 50%-მდე ფასდაკლების აქცია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე:
1.  გინეკოლოგიური კაბინეტი – 50%;
2.  ექოსკოპიური კაბინეტი – 40%
3.  ლაბორატორია – 20%;
4.  რენტგენი – 20%
5.  ოპტიკა – 20-50% და სხვა.
ავერსის კლინიკა მუდამ თქვენი ჯანმრთელობის სამსახურშია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

თემები