Georgianenglishrussian

მამოგრაფია უახლესი თაობის აპარატით ავერსის კლინიკაში

2020.01.30

მამოგრაფია უახლესი თაობის აპარატით ავერსის კლინიკაში

„ავერსის კლინიკა“ პაციენტებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, მსოფლიოს ლიდერი  კომპანიების მიერ წარმოებული უახლესი სამედიცინო აპარატურის შესყიდვის სახით.

მორიგი ინოვაციური აპარატი, რომელიც „ავერსის კლინიკამ“ სულ ახლახანს შეიძინა, განსაკუთრებით პაციენტ ქალბატონებს დააინტერესებთ. ეს გახლავთ სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი ბრენდის ჯენერალ ელექტრიკის უახლესი თაობის მამოგრაფი GE Pristina. აპარატის ფუნქციონალი და დიზაინი სრულად არის მორგებული როგორც პაციენტების, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებზე.

მოკლედ ჩამოვწერეთ GE Pristina-ს ის უპირატესობები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისა და მკურნალი ექიმებისთვის:

  • უმტკივნეულო პროცედურა
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება
  • დიაგნოზის უმაღლესი სანდოობა
  • კვლევის შემცირებული ხანგრძლივობა
  • პაციენტის კომფორტზე მორგებული დიზაინი
  • მინიმალური დასხივება

GE Pristina შექმნილია პაციენტის კომფორტისთვის. მისი დაიზაინი და მარტივი პოზიციონირების საშუალება, ბევრად უფრო ამარტივებს პაციენტებისთვის კვლევის პროცესს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აპარატის ფუნქციონალი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის. GE Pristina, სპეციალური პულტის დახმარებით, პაციენტებს აძლევს საშუალებას, თავად აკონტროლონ ძუძუზე აპარატის კომპრესიის დონე და ამით აირიდონ თავიდან ზედმეტი დაწოლით გამოწვეული ტკივილი. 

 

GE Pristina გახლავთ ერთადერთი აპარატი საქართველოში კონტრასტული კვლევის შესაძლებლობით. კონტრასტული მამოგრაფია აღიარებულია ძუძუს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სრულყოფილ ალტერნატივად ძუძუს კიბოს მაღალი რისკის მქონე ქალბატონებში. იგი ზოგავს როგორც პაციენტის დროს, აგრეთვე ფინანსებს. პაციენტი სწრაფი და მარტივი პროცედურით უმოკლეს დროში იგებს ზუსტ დიაგნოზს.

GE Pristina-ს კიდევ ერთი გამორჩეული ფუნქცია გახლავთ 3D მამოგრაფია(ტომოსინთეზი). ტომოსინთეზის გადაღებისას გამოკვლევა ხდება 3 განზომილებიან სივრცეში და ვიღებთ ძუძუს შრეობრივ გამოსახულებას. სტანდარტული მამოგრაფიისა და ტომოსინთეზის კომბინაცია ზრდის დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და ამცირებს ძუძუს ქსოვილის ზედდებით გამოწვეულ დამატებითი კვლევების აუცილებლობას. ტომოსინთეზი საშუალებას გვაძლევს სრულად შეფასდეს წარმონაქმნის კონტურები სხვადასხვა შრეში. დადგინდეს მისი ზუსტი ზომები, გამოირიცხოს ძუძუს ქსოვილის ზედდებით გამოწვეული ცვლილებების არსებობა. აგრეთვე აღმოვაჩინოთ დაზიანება, რომელიც შესაძლოა არ დაფიქსირდეს სტანდარტულ მამოგრამაზე. 

აპარატს გააჩნია მაღალი გარჩევადობის ვორქსთეიშენი, რაც ექიმებისთვის იძლევა უმცირესი დეტალების შეფასების საშუალებას.

თემები