Georgianenglishrussian

16-17 იანვარს, „ავერსის კლინიკაში“ ოპერაციებს ხორვატი პროფესორი საშა იანკოვიჩი ჩაატარებს

2020.01.03

16-17 იანვარს, „ავერსის კლინიკაში“ ოპერაციებს ხორვატი პროფესორი საშა იანკოვიჩი ჩაატარებს

16-17 იანვარს, ავერსის კლინიკას, მორიგი ვიზიტით ეწვევა ხორვატიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ექიმი, ზაგრების ჰოსპიტლის ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი - საშა იანკოვიჩი.

პროფესორი იანკოვიჩი 2012 წლიდან პერიოდულად სტუმრობს „ავერსის კლინიკას“ და ,,ავერსის კლინიკის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგებთან ერთად ჩატარებული აქვს 70-მდე რეკონსტრუქციული ოპერაცია (მუხლის სახსრის წინა ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქცია ართროსკოპულად, უკანა ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქცია ართროსკოპულად, მედიალური ბარძაყ-კვირისტავის იოგის აღდგენა ართროსკოპულად პლიკირებით, მენისკის გაკერვა). პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ აღნიშნული ოპერაციები, შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ რეაბილიტაციის სრული კურსი ,,ავერსის კლინიკაში’’.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდება პირადი კონსულტაციები პროფესორი იანკოვიჩთან. წინასწარ კონსულტაციებსა და წინასაოპერაციო კვლევებს ჩაატარებს ,,ავერსის კლინიკის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგი – პაატა ღუდუშაური.

ოპერაციის მსურველი პაციენტების ჩაწერა დაწყებულია.

პაციენტების რაოდენობა შეზღუდულია

 

თემები