„ავერსის კლინიკაში“ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უახლესი, მრავალფუნქციური დენსიტომეტრით DXA GE Lunar Prodigy Pro.
აპარატი განკუთვნილია ორგანიზმში ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაფასებლად და აღიარებულია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად.
სხვა დენსიტომეტრებისგან განსხვავებით, DXA GE Lunar Prodigy Pro-ს აქვს უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, მინიმალური კვლევის ხანგრძლივობა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იძლევა ზუსტ დასკვნას.
აპარატით კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:
(ოსტეოპოროზის განვითარების რისკებია: მდედრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, დაბალი წონა, სუსტი აღნაგობა, სიგარეტის და ალკოჰოლის მოხმარება, უმოძრაო ცხოვრების წესი, კალციუმის შემცველი პროდუქტების იშვიათი მიღება, D ვიტამინის დეფიციტი, ენდიკრინული, რევმატიული და სხვა დაავადებები)
აპარატს აქვს საშუალება გამოიკვლიოს:
DXA GE Lunar Prodigy Pro აღჭურვილია სამი გამორჩეული პროგრამით:
TBS - წელის მიდამოს ტრაბეკულური ძვლოვანი ინდექსის შეფასება ზრდის მოტეხილობის ალბათობის განსაზღვრის სიზუსტეს, ასევე დენსიტომეტრიას ხდის უფრო ეფექტურს.
Frax – 40-დან 90 წლამდე ასაკის პაციენტებში მომდევნო 10 წლის მანძილზე პათოლოგიური მოტეხილობის განვითარების ალბათობის პროცენტული განსაზღვრა(მენჯ-ბარძაყის კვლევის წარმოების შემთხვევაში)
პედიატრიული პროგრამა - 5 წლიდან ასაკის პაციენტებში ძვლოვანი სიმკვრივის სტანდარტულ მაჩვენებლების, ასევე ცხიმოვანი და არაცხიმოვანი ქსოვილების პარამეტრების განსაზღვრა(წელის მალები, მენჯ-ბარძაყის სახსარი, მთლიანი სხეული).
DXA-GE Lunar Prodigy Pro-ს გამოყენება რეკომენდებულია რეაბილიტაციის პროცესში მყოფი და ბარიატრიული ქირურგიის პოსტოპერაციული პაციენტებისთვის, ვინაიდან აპარატი იძლევა საშუალებას მოხდეს ცხიმოვანი მასის პროცენტული კლების დინამიკაში დაკვირვება.
აპარატზე კვლევის ჩატარება აგრეთვე რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის იმის გასარკვევად თუ რის ხარჯზე ხდება წონის მატება, კუნთოვანი მასისა თუ ცხიმის მატების ხარჯზე.
გამოიწერეთ ავერსის კლინიკის სიახლეები