Georgianenglishrussian

უახლესი დენსიტომეტრი DXA-GE Lunar Prodigy Pro “ავერსის კლინიკაში”

2019.12.17

უახლესი დენსიტომეტრი DXA-GE Lunar Prodigy Pro “ავერსის კლინიკაში”

„ავერსის კლინიკაში“ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უახლესი, მრავალფუნქციური დენსიტომეტრით DXA GE Lunar Prodigy Pro.

აპარატი განკუთვნილია ორგანიზმში ძვლის მინერალური სიმკვრივის შესაფასებლად და აღიარებულია ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად.

სხვა დენსიტომეტრებისგან განსხვავებით, DXA GE Lunar Prodigy Pro-ს აქვს უმაღლესი ხარისხის გამოსახულება, მინიმალური კვლევის ხანგრძლივობა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იძლევა ზუსტ დასკვნას.

აპარატით კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:

  • ქალებისთვის მენოპაუზის დადგომის პირელ წლებში (განსაკუთრებით (ოვარექტომიის) საკვერცხეებზე ოპერაციული ჩარევების შემდგომ), ასევე ადრეული მენოპაუზის შემთხვევაში.
  • მათთვის, ვისაც აქვს ოსტეოპოროზის რისკის მინიმუმ 2 რისკ-ფაქტორი

(ოსტეოპოროზის განვითარების რისკებია: მდედრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი, გენეტიკური წინასწარგანწყობა, დაბალი წონა, სუსტი აღნაგობა, სიგარეტის და ალკოჰოლის მოხმარება, უმოძრაო ცხობვრების წესი, კალციუმის შემცველი პროდუქტების იშვიათი მიღება, D ვიტამინის ედფიციტი, ენდიკრინული, რევნატიული და სხვა დაავადებები)

  •  50 წლის ზევით ყველა პირისთვის
  • 40 წლის ზემოთ, ყველა პირისთვის, რომელთაც აქვთ 1 ან მეტი მოტეხილობა, რომელიც არ არის დაკავშირებული სერიოზულ ტრავმასთან (ავარია, სიმაღლიდან ვარდნა, სპორტული ტრავმა...)
  • პირებისთვის, ვინც ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებენ კორტიკოსტეროიდებს (პრედნიზოლონი), ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.
  • პირებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც ეჭვი იქნა მიტანილი ოსტეოპოროზზე რენტგენოლოგიური კვლევის დროს
  • პირებისთვის, რომლებიც გადიან ოსტეოპოროზულ თერაპიული მკურნალობის კურსს.
  • პირებისთვის (მათ შორის ბავშვები), რომლებთაც აქვთ ენდოკრინული და რევმატოიდული დაავადებები
  • ბავშვებისთვის, ჩონჩხის სისტემური დაავადებებით და სხვა თანდაყოლილი პათოლოგიებით
  • შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის
  • სპორტსმენებისთვის
  • ონკოლოგიური, რეაბილიტაციის პროცესში მყოფი და პოსტოპერაციული (ბარიატრიული ქირურგია) პაციენტებისათვის
  • ნევროლოგიური პაციენტებისთვის: ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიებით, როგორიც არის მიოდისტროფიები და სხვა

 

აპარატს აქვს საშუალება გამოიკვლიოს:

  • წელის მალები
  • მენჯ-ბარძაყის მიდამო
  • წინამხარი
  • პროთეზირებული მენჯ-ბარძაყის სახსარი
  • პროთეზირებული მუხლის სახსარი
  • მთლიანი სხეული(ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის განაწილება სხეულში)
  • პირდაპირ და გვერდით პროექციაში მთლიანი ხერხემალი(მორფომეტრია)

DXA  GE Lunar Prodigy Pro აღჭურვილია სამი გამორჩეული პროგრამით:

TBS - წელის მიდამოს ტრაბეკულური ძვლოვანი ინდექსის შეფასება ზრდის მოტეხილობის ალბათობის განსაზღვრის სიზუსტეს, ასევე დენსიტომეტრიას ხდის უფრო ეფექტურს.

Frax – 40-დან 90 წლამდე ასაკის პაციენტებში მომდევნო 10 წლის მანძილზე პათოლოგიური მოტეხილობის განვითარების ალბათობის პროცენტული განსაზღვრა(მენჯ-ბარძაყის კვლევის წარმოების შემთხვევაში)

პედიატრიული პროგრამა - 5 წლიდან ასაკის პაციენტებში ძვლოვანი სიმკვრივის სტანდარტულ   მაჩვენებლების, ასევე ცხიმოვანი და არაცხიმოვანი ქსოვილების პარამეტრების განსაზღვრა(წელის მალები, მენჯ-ბარძაყის სახსარი, მთლიანი სხეული).

DXA-GE Lunar Prodigy Pro-ს გამოყენება რეკომენდებულია რეაბილიტაციის პროცესში მყოფი და ბარიატრიული ქირურგიის პოსტოპერაციული პაციენტებისთვის, ვინაიდან აპარატი იძლევა საშუალებას მოხდეს ცხიმოვანი მასის პროცენტული კლების დინამიკაში დაკვირვება.

აპარატზე კვლევის ჩატარება აგრეთვე რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის იმის გასარკვევად თუ რის ხარჯზე ხდება წონის მატება, კუნთოვანი მასისა თუ ცხიმის მატების ხარჯზე.

თემები