Georgianenglishrussian

რა უნდა ვიცოდეთ სქოლიოზის შესახებ

2019.10.07

რა უნდა ვიცოდეთ სქოლიოზის შესახებ

სქოლიოზი, იგივე ხერხემლის გამრუდება, ხერხემლის ვერტიკალური ღერძიდან გადახრას ნიშნავს. დაავადება ძირითადად აღინიშნება მოზარდებში, სქოლიოზის გავრცელების ალბათობა გოგონებში უფრო მაღალია (2%), ვიდრე ვაჟებში (0,5 %). ყველაზე გავრცელებული ფორმა კი იდიოპათიური სქოლიოზია.

ხერხემლის გამრუდების კონკრეტული მიზეზი ხშირ შემთხვევაში უცნობია. ის შეიძლება იყოს როგორც მემკვირეობითი, აგრეთვე შეძენილი.

როგორ ამოვიცნოთ სქოლიოზის სიმპტომები:

  • მხრების, ბეჭის, მკერდისა და თეძოს ძვლების ასიმეტრია
  • ერთი ბეჭი უფრო დეფორმირებულია, ვიდრე მეორე
  • ზურგის ტკივილი
  • ნეკნების ასიმეტრია
  • სუნთქვის გაძნელება
  • ფეხის სიგრძის უსწორმასწორობა/ასიმეტრია

სქოლიოზის გამომწვევი კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია, თუმცა არსებობს ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობს ზემოაღნიშნული დაავადების განვითარებას, ესენია:

  • ასაკისთვის შეუსაბამო სიმაღლის ავეჯის (სკამი, მაგიდა) გამოყენება
  • ასაკისთვის შეუფერებელი ან/და ნაადრევად სპორტული აქტივობებით დაკავება
  • არასწორად ჯდომა

სქოლიოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების გართულებასა და დიაგნოზზე. არსებობს მკურნალობის სამი მთავარი სახე: დაკვირვება, ფიზიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა. თუმცა, საწყის ეტაპზე დაავადების პრევენცია შესაძლებელია სპეციალური, სამკურნალო მასაჟით,  ვარჯიშით, ძვლების დაჭიმვითა და წყლის მასაჟით.

სქოლიოზის მკურნალობა აუცილებელია, ვინაიდან აღნიშნულმა პათოლოგიამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა: ფილტვებისა და გულის დაზიანება, ზურგის ქრონიკული ტკივილი. დროთა განმავლობაში სქოლიოზის შედეგები აისახება ადამიანის სხეულის აღნაგობაზეც.

სქოლიოზი ყველა ადამიანში ინდივიდუალური ფორმით იჩენს თავს. სასურველია, ბავშვს ადრეული ასაკიდან დავაკვირდეთ, ხოლო გართულებისა და საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მივმართოთ სპეციალისტს, რადგან საწყის სტადიაზევე შევძლოთ სქოლიოზისგან განკურნება.

თემები