თირკმელში კენჭები არის მინერალებისა და მარილებისგან წარმოქმნილი მყარი სხეულები, რომლებიც გავლენას ახდენენ საშარდე სისტემის: თირკმელებისა და შარდის ბუშტის ფუნქციონირებაზე.
თირკმლის ჭვალი (კენჭის გავლა) ძალზედ მტკივნეული პროცესია.
სიმპტომები
თირკმელში კენჭის არსებობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
გამომწვევი მიზეზები
თირკმელში კენჭის წარმოქმნის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თუმცა გარკვეული გარემო ფაქტორები ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას.
თირკმელში კენჭების ფორმირება ხდება მაშინ, როდესაც შარდი შეიცავს კრისტალების მსგავს ნივთიერებებს, როგორიცაა - კალციუმი, ოქსალატი, შარდმჟავა მარილების ჭარბი რაოდენობა. გარდა ამისა, შარდში შესაძლოა იყოს ისეთი ნივთიერებების ნაკლებობაც, რომლებიც გვიცავს კრისტალების წარმოქმნისგან და ხელსაყრელ გარემოს ქმნიან კენჭების ფორმირებისათვის.
რისკ ჯგუფები
როდის დავგეგმოთ ვიზიტი ექიმთან
აუცილებლად ეწვიეთ ექიმს თუ გაწუხებთ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები. ხოლო თუ გაქვთ შემდეგი ნიშნები საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
გახსოვდეთ, რომ ექიმთან დროული ვიზიტი და დაავადების დროული მკურნალობა დაგეხმარებათ მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებაში.
გამოიწერეთ ავერსის კლინიკის სიახლეები