Georgianenglishrussian

უფასო კონსულტაციები სიელმის მქონე პაციენტებისთვის

2019.07.11

უფასო კონსულტაციები სიელმის მქონე პაციენტებისთვის

ავერსის კლინიკაში შესაძლებელია საკმაოდ გავრცელებული ოფთალმოლოგიური პათოლოგიის, ნებისმიერი ფორმის სიელმის(ჰორიზონტალური, ვერტიკალური, კომბინირებული) მკურნალობა.

სიელმე ეს არის პათოლოგია, რომელსაც ახლავს ერთ ერთი თვალის გადახრა საერთო საფიქსაციო წერტილიდან. სიელმის მქონე პაციენტებს დარღვეული აქვთ ე.წ. ბინოკულარული და სტერეოსკოპიული მხედველობა, რომელთა  წყალობითაც შესაძლებლობა გვეძლება აღვიქვათ საგნები და სამყარო სამ განზომილებიან სიბრტყეში (3D).

სიელმის მკურნალობა კომპლექსურია და რამოდენიმე ეტაპს მოიცავს. მკურნალობის საბოლოო მიზანი გახლავთ არა მხოლოდ თვალების სიმეტრიული პოზიცია, არამედ ბინოკულარული და სტერეოსკოპიული მხედველობის, ანუ ნეიროსენსორული მექანიზმების აღდგენა. მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. ოპტიკური კორექცია (რეფრაქციის მანკების არსებობის შემთხვევაში).
  2. ამბლიოპიის ანუ ზარმაცი თვალის მკურნალობა (თუ ახლავს სიელმეს).
  3. ქირურგიული ეტაპი (ჩვენების მიხედვით).
  4. ფუნქციონალური ორთოპტო-დიპლოპტიკური მკურნალობა, რომელიც ემსახურება ბინოკულარული მხედველობის აღდგენას.

ავერსის კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურა და მაღალკვალიფიციური პერსონალი, საშუალებას გვაძლევს ჩავუტაროთ პატარა პაციენტებს სიელმის ფუნქციონალური მკურნალობა, აღვადგინოთ ბინოკულარული და სტერეოსკოპიული მხედველობა და ხშირ შემთხვევაში თავიდან ავაცილოთ ქირურგიული ჩარევა.

ყოველ სამშაბათს, ავერსის კლინიკის ცენტრალურ ფილიალში, სიელმის მქონე პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია.

კონსულტაციებს ატარებს ავერსის კლინიკის ექიმი-ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ნატალია მაღლაკელიძე!

თემები