Georgianenglishrussian

სიახლე ავერსის კლინიკაში !!!

2012.11.15

სიახლე ავერსის კლინიკაში !!!

 
    ფიბროსკანირება (ფიბროელასტოგრაფია) ბოლო თაობის ფრანგული წარმოების აპარატით  FIBROSCAN  502 TOUCH,რომელიც იძლევა საშუალებას შეფასდეს ღვიძლის პარენქიმის ფიბროზი (ელასტიურობა). 
მეთოდი გამოიყენება ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს (როგორიცაა B და C ვირუსული ჰეპატიტები, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური ჰეპატიტები, ღვიძლის ცხიმოვანი ჰეპატოზი და სხვა), რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს ღვიძლის ციროზულ დაზიანებამდეც კი. გამოკვლევა ხანმოკლე, მარტივი და მაღალინფორმატიულია.  კვლევისთვის საჭიროა სულ 15-20 წუთი. არ საჭიროებს პაციენტის სპეციფიურ მომზადებას. არ გა
აჩნია გართულებები.  მისი გამოყენებით შესაძლებელია ისეთი ინვაზიური მეთოდის თავიდან აცილებაც, როგორიცაა ღვიძლის ბიოფსია. აპარატი Metavir–ის შკალის გამოყენებით ავტომატურად ახდენს გამოკვლევის შედეგების შეჯამებას და საზღვრავს ღვიძლის ქსოვილის სიმკვრივეს და ელასტიურობას კილოპასკალებში. ავერსის კლინიკაში აპარატი ფლობს უპირატესობას ამავდროულად შეფასდეს ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხიც ცხივანი ჰეპატოზების დროს – ინოვაციური ფუნქცია სტეატოზის რაოდენობრივი განსაზღვრისათვის. ფიბროზისა და სტეატოზის სტადიის ადრეული შეფასებით ექიმს საშუალება ეძლევა დროულად  დაიწყოს თერაპია, რომელიც მიმართული იქნება პროცესის პროგრესირების შეჩერებისკენ და მოახდინოს ჩატარებული მკურნალობის   ეფექტურობის დინამიური კონტროლიც. 

თემები