Georgianenglishrussian

"ავერსის კლინიკის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ცაგერის რაიონში

2019.06.19

"ავერსის კლინიკის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ცაგერის რაიონში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ავერსის კლინიკისთვის" გასვლითი ტიპის საქველმოქმედო აქციები ტრადიციად არის ქცეული და უკვე საქართველოს არაერთი რეგიონი მოვიცვით მსგავსი ტიპის აქციებით. 16 ივნისს, "ავერსის კლინიკის" ექიმები ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს ანგიოლოგის, ზოგადი ქირურგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, უროლოგის, გინეკოლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგისა და ექოსკოპისტების უფასო გასინჯვები.

„ავერსი ფარმამ“, რეგიონში ახალი აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნაწილს საჭიროებისამებრ გადასცა უფასო მედიკამენტები.

„ავერსის კლინიკა“ განსაკუთრებით ზრუნავს იმ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიღება არაა ხელმისაწვდომი. ყველაზე მეტად ეს საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება, ვინაიდან აღნიშნულ ადგილებში სამედიცინო ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა განვითარებული.

მსგავსი ტიპის აქციები, გარდა ცაგერისა, უკვე არაერთხელ გაიმართა საქართველოს სხვა რაიონებშიც: ყაზბეგში, შატილში, ზემო აჭარაში, თუშეთში, თიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ფოთში, უჯარმაში, გორის რაიონში, ხაშურის რაიონში, ადიგენის რაიონში. აქციების ფარგლებში უფასი კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარდა 5,000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.

„ავერსის კლინიკა“ მომავალშიც აუცილებლად გამართავს მსგავსი ტიპის აქციებს სხვადასხვა რაიონის მოსახლეობისთვის.

თემები