Georgianenglishrussian

სითხოვანი ციტოლოგია

2019.05.28

სითხოვანი ციტოლოგია

ფარისებრი ჯირკვლის კიბო სიმსივნეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და დაავადებულთა რაოდენობა სულ უფრო სწრაფად იზრდება. სიმსივნის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში მისგან გათავისუფლება აღარ წარმოადგენს დიდ სირთულეს.

„ავერსის კლინიკაში“ დანერგილია ფარისებრი ჯირკვლის ინოვაციური, უნაკერო ოპერაციები ტრანსაქსიალური და ტრანსორალური მიდგომით. ახლა კი პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის ახალი და უზუსტესი მეთოდით - სითხოვანი ციტოლოგიით.

სითხოვანი ციტოლოგია: Liquid Based Cytology (LBC)  წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ  მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია  ციტოლოგიური პრეპარატების სითხოვანი სუსპენზიისგან დამზადების ტექნოლოგიის  სტანდარტიზაციაზე ცენტრიფუგირების, დალექვის  ან  ფილტრაციის  ფიზიკური  მეთოდების გამოყენებით.

სითხოვანი ციტოლოგიის უპირატესობები კვლევების მიმართულებით:

  • კონტეინერში მასალის მოთავსება ხდება დანაკარგის გარეშე
  • ერთი კონტეინერიდან შესაძლოა  გაკეთდეს რამდენიმე პრეპარატი  რაც მათი სხვადასხვა მეთოდით შეღებვის შესაძლებლობას იძლევა.
  • თხელი პრეპარატები მოსახერხებელია მიკროსკოპირებისათვის
  • უჯრედები ინარჩუნებენ  თავიანთ მორფოლოგიურ და მოლეკულურ-ბიოლოგიურ თვისებებს.
  • შესაძლებელია დაზიანების  ხასიათის განსაზღვრა
    მასალის მეორედ აღების გარეშე.
  • საჭიროების შემთხვევაში იძლევა ჩვენს ხელთ არსებულ  მასალაზე იმუნოციტოქიმიური კვლევის ჩატარების შესაძლებლობას.

რუტინული ციტოლოგია            სითხოვანი ციტოლოგია

სითხოვანი ციტოლოგიის უპირატესობები პაციენტებისთვის:

  • სითხოვანი ციტოლოგია გვაძლევს საშუალებას უფრო მეტი სიზუსტით დაისვას ავთვისებიანობის დიაგნოზი
  • შესაძლებელია დაზიანების ხარისხის განსაზღვრა მასალის ხელმეორედ აღების გარეშე, რაც მეტ კომფორტს უქმნის პაციენტს
  • კვლევა აზუსტებს ქირურგიული ჩარევის საჭიროებას და განსაზღვრავს მის მასშტაბს
  • სითხოვანი ციტოლოგიის გამოყენებისას სასაგნე მინაზე ჩანს მხოლოდ  ფარისებრი ჯირკვლის  უჯრედული ელემენტები, მაშინ როდესაც რუტინული ციტოლოგიის შემთხვევაში აგრეთვე იკვეთება სისხლის უჯრედები და კოლოიდური ფონი, რაც ართულებს ლაბორანტისთვის დაკვირვების პროცესს.  

თემები