Georgianenglishrussian

ტვინის ღრმა სტიმულაცია

2019.05.03

ტვინის ღრმა სტიმულაცია

პარკინსონი ნერვული სისტემის მუდმივად პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მოძრაობაზე ახდენს გავლენას. სიმპტომების გამოვლენა ხდება ეტაპობრივად, ზოგჯერ იწყება შესამჩნევი ტრემორით (კანკალი) მხოლოდ ერთ ხელზე. პარკინსონის დაავადების სიმპტომები გარდა ტრემორისა შეიძლება იყოს დაძაბულობა და მოძრაობის შენელება.

პარკინსონის დაავადება სრულად არ იკურნება, მედიკამენტების საშუალებით ხდება მხოლოდ სიმპტომების შემცირება.  ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია  გარკვეული სიმპტომების შემცირება და პაციენტისთვის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელების გამარტივება. ერთ-ერთი მსგავსი მეთოდია ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS).   

პარკინსონის სიმპტომების მკურნალობა

ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) შესაძლოა დაგეხმაროთ პარკინსონის შემდეგი სიმპტომების სამკურნალოდ - ტრემორი (კანკალი), შენელებული მოძრაობა და დაჭიმულობა. მაშინ როცა დაავადებასთან საბრძოლველად მედიკამენტები უძლურია, სწორედ ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) შესაძლოა იყოს პრობლემიდან გამოსავალი. როდესაც სრულიად მარტივი ამოცანების შესრულებაც კი რთული ხდება, ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) საშუალებას იძლევა პაციენტებმა დამოუკიდებლად შეასრულონ ყოველდღიური აქტივობები.

რა არის ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS)?

ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას გულ მკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ, რომელიც ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც იწვევენ მოძრაობის დარღვევას და იძლევა მათი კონტროლის საშუალებას.

მედიკამენტებით მკურნალობისგან განსხვავებით ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) საშუალებას იძლევა აკონტროლოთ ისეთი ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა - წერა, შხაპის მიღება, ჩაცმა, ჭამა და დალევა. გარდა ამისა მედიკამენტებს არაერთი უკუეფექტი აქვთ, ტვინის ღრმა სტიმულაციისას (DBS) კი აღარაა აუცილებელი იგივე რაოდენობის მედიკამენტის მიღება და შესაბამისად ნაკლებია მათ მიერ გამოწვეული გვერდითი ეფექტები. DBS-ის თერაპია გრძელდება 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად ის მოქმედებს ძილის დროსაც.

როდის არის DBS-ის გამოყენება რეკომენდებული?

ტვინის ღრმა სტიმულაცია  რეკომენდებულია მაშინ, როდესაც მედიკამენტები კვლავ მოქმედებს დაავადების სიმპტომებზე, თუმცა ნაკლებად ეფექტურად. გარდა ამისა კვლევის თანახმად DBS სტიმულაციის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში თუ:

  • პაციენტს აქვს პარკინსონის დაავადება მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში
  • მინიმუმ 4 თვის განმავლობაში პაციენტის მოძრაობის გაკონტროლება მედიკამენტების საშუალებით ნაკლებად ეფექტურად ხდება
  • გამოვლინდა მედიკამენტების გვერდითი ეფექტები

პარკინსონის დაავადების სიმპტომები პროგრესირებადია, DBS-ის მეთოდის გამოსაყენებლად სწორი დრო კი არის მაშინ, როდესაც მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა აღარ იძლევა შედეგს.

DBS-ით მკურნალობის ეტაპები

ტვინის ღრმა სტიმულაციის ოპერაცია ხორციელდება ორ ნაწილად - პირველ ეტაპზე ხდება ძალიან წვრილი კაბელის ტვინში ჩანერგვა, ხოლო შემდეგ მცირე ზომის მოწყობილობის, ნეიროსტიმულატორის, განთავსება გულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ.

ხშირად საჭიროა პროგრამირების რამდენიმე ეტაპის გავლა სტიმულაციის შესაბამისი დონის შესარჩევად.

იმის გამო რომ დროთა განმავლობაში დაავადების სიმპტომები ძლიერდება აუცილებელია პერიოდულად ექიმთან ვიზიტი, რათა შეფასდეს მოწყობილობის მდგომარეობა და დარეგულირდეს დაავადების პროგრესირების შესაბამისად.

„ავერსის კლინიკა“, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სიახლეების დანერგვაზე, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებს აძლევს საშუალებას გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და ჩაიტარონ ტვინის ღრმა სტიმულაციის ქირურგიული ჩარევა.

თემები