Georgianenglishrussian

კორეელი პროფესორის მორიგი ვიზიტი „ავერსის კლინიკაში“

2019.04.05

კორეელი პროფესორის მორიგი ვიზიტი „ავერსის კლინიკაში“

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციები განაკვეთის გარეშე.

6 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით „ავერსის კლინიკას“ რიგით მე-4 ვიზიტით ეწვევა კორეელი პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ. იგეგმება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე მსოფლიოს წამყვან კლინიკებში უკვე აპრობირებული უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით, რომელიც პირველად ამიერკვაკასიაში „ავერსის კლინიკაში“ იქნა დანერგილი. მეთოდი გულისხმობს ოპერაციას ფარისებრ ჯირკვალზე ტრანსორალურად, პირის ღრუდან მიდგომით. (TOETVA - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტებს თირეოიდექტომიასთან (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდებათ ლიმფური კვანძების ამოკვეთაც - ლიმფოდისექცია. (TOETVA+LD - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach with lymph node dissection).
კონსულტაციებს და ოპერაციებს ერთობლივად ჩაატარებენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და ლიმფური კვანძების პირის ღრუდან ენდოსკოპიური მიდგომით ამოკვეთის მეთოდის ავტორი, ინჰას საუნივერსიტეტო კლინიკის (INHA University Hospital, სეული, სამხრეთ კორეა) პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ და ,,ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტი - ედიშერ სიხარულიძე.

ამავე პერიოდში იგეგმება ლექცია-სემინარები ფარისებრი ჯირკვლის ტრანსორალური მეთოდით ამოკვეთის თემაზე, რომელსაც ჩაატარებს პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ.

მიმდინარეობს კონსულტაციებზე ჩაწერა.

კონსულტაციები ჩატარდება 6-დან 10 მაისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით
ტელ.: 2 500 700

თემები