Georgianenglishrussian

მხედველობის კორექცია ღამის ლინზებით

2019.04.01

მხედველობის კორექცია ღამის ლინზებით

ბავშვებსა და მოზრდილებში ახლომხედველობა თანდათან უფრო ხშირად გვხდება, კერძოდ სკოლის მოსწავლეების 40%-ს მიოპია აწუხებს.

ახლომხედველობა არამარტო ხშირად ვლინდება, არამედ ახალგაზრდავდება კიდეც, ვინაიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით მიოპიას მცირეწლოვან ბავშვებში.   რაც უფრო მაღალია მიოპიის ხარისხი, მით  მაღალია გართულების რისკი ზრდასრულ ასაკში. მოზრდილების 19%-ის ინვალიდობის მიზეზად დეგენერაციული მიოპია სახელდება (მესამე ადგილი უკავია მხედველობის დაკარგვის მიზეზთა შორის გლაუკომისა და ტრავმების შემდეგ). ახლომხედველობის მაღალი ხარისხის დროს(6,0 D-დან ზევით),  კატარაქტის განვითარების რისკი 5-ჯერ, გლაუკომის  4-ჯერ, ბადურის გაგლეჯვისა და ჩამოცლის საშიშროება კი 16-ჯერ იზრდება.

სკოლის ასაკში ახლომხედველობის პროგრესირება ხდება 6-დან 18 წლამდე. ჩვენ შეგვიძლია პასიურად ვადევნოთ თვალი ბავშვის მხედველობის გაუარესებას  ან აქტიურად გამოვიყენოთ მიოპიის პროგრესირების შენელების მეთოდები. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ბავშვის ახლომხედველობის პროგრესირების შესაჩერებლათ გახლავთ ორთოკერატოლოგია(ღამის ლინზებით მკურნალობა).

ორთოკერატოლოგია ეს არის სპეციალური მყარი ღამის ლინზების გამოყენებით რქოვანას ოპტიკური ძალის ცვლილების გზით მხედველობის კორექციის არაქირურგიული მეთოდი. პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც თქვენ გძინავთ. იკეთებთ ლინზებს ძილის წინ  და იხსნით დილით გაღვიძებისთანავე, შედეგად კი გაქვთ 100%-ანი მხედველობა ყოველგვარი სათვალისა და რბილი ლინზის გარეშე.

გახსოვდეთ, რომ ორთოკერატოლოგიური ლინზები ყოველ ღამე უნდა გაკეთდეს.

დილით იხსნით ლინზებს და ღებულობთ 100%-იან მხედველობას სათვალისა და რბილი ლინზების  გარეშე.

თუკი ლინზის მოხმარებას შეწყდება მხედველობა/მიოპია დაბრუნდება საწყის დონეზე.

 „ავერსის კლინიკის“ ცენტრალურ ფილიალში, შესაძლებლობა გაქვთ თქვენს პატარებს ჩაუტაროთ ორთოკერატოლოგიის სრული კურსი და დაიცვათ ისინი მიოპიის პროგრესირებისგან.

თემები