Georgianenglishrussian

კიბო არ არის განაჩენი

2019.03.18

კიბო არ არის განაჩენი

ნებისმიერი ადამიანისთვის სიმსივნის დიაგნოზის დასმა იწვევს გარკვეულ სტრესსა და ემოციურ განცდებს, რაც სრულიად ცვლის მის ცხოვრებას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, კიბო არ არის განაჩენი.

ზოგადად მედიცინის განვითარებასთან ერთად, განვითარდა ონკოლოგიაც და დღეისათვის რიგი სიმსივნეებისგან განკურნება აღარ წარმოადგენს სირთულეს - მთავარია დროული დიაგნოსტიკა, პროცესზე მუდმივი ზედამხედველობა და მკურნალობის სწორი მეთოდების შერჩევა.

„ავერსის კლინიკაში“  ქიმიოთერაპიის სრული კურსი ტარდება თანამედროვე პრეპარატებით, ამერიკასა და ევროპაში მიღებული სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად.  ქიმიოთერაპიის გართულებები(როგორიცაა - გულისრევა, თმის ცვენა და ა.შ.) მინიმუმამდეა დაყვანილი.

კლინიკა იძლევა საშუალებას, პაციენტმა ყველა საჭირო მომსახურება, იქნება ეს ლაბორატორიული თუ რადიოლოგიური კვლევა,  მიიღოს ერთ სივრცეში, რაც დამატებით კომფორტს უქმნის მას.

მკურნალობა ხორციელდება როგორც ამბულატორიულ, აგრეთვე სტაციონარულ პირობებში, პერსონალის განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ. საჭიროების  შემთხვევაში შესაძლებელია ონკო-ქირურგის სრული სპექტრის ჩართულობა

რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, „ავერსის კლინიკა“ განსაკუთრებით ზრუნავს პაციენტების კონფიდენციალობის სრულ დაცვაზე.

„ავერსის კლინიკაში“ ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების პროცესში პაციენტებს აქვთ სრულიად საფუძვლიანი განცდა იმისა, რომ დიაგნოსტიკა, მკურნალობა, გარემო და პერსონალთან ურთიერთობა არის მაქსიმალურად კომფორტული და პიროვნებაზე ორიენტირებული.

ქიმიოთერაპიის კურსს ატარებს „ავერსის კლინიკის“ გამოცდილი კლინიკური ონკოლოგი, ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების, ონკოლოგიის ევროპული სკოლის  წევრი - ნინო მჭედლიძე

თემები