Georgianenglishrussian

კვანძოვანი ჩიყვის უოპერაციო (მცირეინვაზიური) მკურნალობა

2012.06.15

კვანძოვანი ჩიყვის უოპერაციო (მცირეინვაზიური) მკურნალობა

 

 კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში. ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ყველა კვანძი, მართალია სხვადასხვა ინტენსიობით, მაგრამ მაინც იზრდება. ფარისებრი ჯირკვლის კვანძების სკლეროდესტრუქციის მეთოდი შემოთავაზებული იქნა XX საუკუნის 80-იანი წლეების დასაწყისში იტალიელი ენდოკრინოლოგების მიერ. მკურნალობის არსს წარმოადგენს მასკლეროზირებელი პრეპარატის გამოყენება, რომელთა შეყვანა შლის კვანძს და საბოლოოდ იწვევს მის სკლეროზს. პროცედური საერთაშორისო კოდი - BAXT 4K


 XX საუკუნის 90-იანი წლეების მიწურულს შემუშუშავდა ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მკურნალობის ახალი მეთოდი. მისი არსი მდგომარეობს ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ქსოვილის დაშლაში ლაზერის გამოსხივებით, რომელიც კვანძამდე წვრილი ნემსის გავლით მიიტანება. მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვის შემდეგ კვანძი ან მთლიანად ქრება, ან ფერხდება მისი შემდგომი ზრდა. პროცედური საერთაშორისო კოდი - BASA 70 მკურნალობა წარმოებს ნარკოზის გარეშე ამბულატორიულად. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ კისერზე ნაწიბური არ რჩება. მისი გამოყენების 15-წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ დადებითი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია შემთხვევათა 90%-ში. ამბულატორიული ოპერაციის დროული ჩატარება იძლევა შემდგომი „ღია“ ოპერაციის თავიდან აცილების საშუალებას. პროცედურებს ატარებს ქირურგი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი: ე.სიხარულიძე

თემები