Georgianenglishrussian

ინტიმური ზონის ბიორევიტალიზაცია "ავერსის კლინიკაში"

2019.03.04

ინტიმური ზონის ბიორევიტალიზაცია "ავერსის კლინიკაში"

ქალებში თავდაჯერებულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე თუ რამდენად ლამაზად გამოიყურება, რამდენად მოვლილი კანი, კარგი მაკიაჟი ან ვარცხნილობა აქვს, არამედ იმაზეც, თუ რამდენად სექსუალურად თვლის თავს სხეულის ყველაზე დაფარულ ადგილებშიც კი. დღევანდელ დღეს, ინტიმური კოსმეტოლოგია სახის კანის მოვლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ქალური ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

დროთა განმავლობაში, ორგანიზმის ჰორმონალური ცვლილებების გამო ქალბატონები შეიძლება წააწყდნენ შემდეგ პრობლემებს:

  • საშოს რეციდიული ანთებით დაავადებები
  • ვულვისა და ვაგინის სიმშრალე
  • სასქესო ორგანოს ხშირი დაზიანება ინტიმური კავშირისას
  • ტკივილი სქესობრივი კავშირისას
  • საშოს მგრძნობელობის დაქვეითება
  • სუსტი ორგაზმი
  • ვულვის სიმსივნისწინა დაავადება

ხშირად ეს ყველაფერი ქალებს აიძულებს, უარი თქვან სექსუალურ ცხოვრებაზე, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახება ურთიერთობებზე.

ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია ინტიმური ზონის ბიორევიტალიზაციით. აღნიშნული პროცედურისთვის, გამოიყენება სპეციალურად მომზადებული პრეპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ალერგიული რეაქციები.  ბიორევიტალიზანტის შეყვანა ააქტიურებს ინტიმური ზონების უჯრედების განახლების პროცესს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ტონუსში მოყავს ის.

ბიორევიტალიზაციის პროცედურა კეთდება ამბულატორულად, მხოლოდ კვალიფიციური გინეკოლოგის მიერ. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დასამუშავებელი ზონის მოცულობაზე და შეიძლება მოიცავდეს როგორც ცალკე აღებული საშოსა და ვულვის, აგრეთვე მათ ერთობლივ ბიორევიტალიზაციას.

ქალბატონებს, პროცედურის ჩატარების დღესვე შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რითმს. პრეპარატის მოქმედების ადგილის რეაბილიტაციისთვის საჭიროა 2-3 დღით თავი შევიკავოთ სექსუალური ცხოვრებისგან და სითბოს ზემოქმედებისგან.

პროცედურის შემდეგ:

  • ქრება სიმშრალე
  • კანი იბრუნებს ბუნებრივ ფერს
  • კანი ხდება უფრო ელასტიური და მგრძნობიარე
  • იზრდება ანთებითი პროცესებისადმი წინააღმდეგობის უნარი
  • ინტიმურ ადგილებში კანი იწყებს ვიზუალურ ცვლილებებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტი მიიღწევა პირველივე პროცედურის შემდეგ, თუმცა რეკომენდებულია 4-დან 6 პროცედურამდე. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 6-8 თვის განმავლობაში.

ქალბატონებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ინტიმური ზონის ბიორევიტალიზაციით „ავერსის კლინიკის“ ცენტრალურ ფილიალში გამოცდილი გინეკოლოგების მეთვალყურეობით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ავერსის კლინიკის ცხელ ხაზზე დარეკვით: 2 500 700

თემები