Georgianenglishrussian

რეფლექსოთერაპია - მეთოდი, რომელიც საუკუნეებმა გამოსცადა

2019.01.29

რეფლექსოთერაპია - მეთოდი, რომელიც საუკუნეებმა გამოსცადა

კლასიკურთან ერთად ექიმები დღეს მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებსაც მიმართავენ. “ავერსის კლინიკის რეაბილიტაციის ცენტრს”, სადაც პაციენტებს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული სრულფასოვანი რეაბილიტაცია უტარდებათ, ახალი მიმართულება დაემატა: ამიერიდან ჯანმრთელობის აღდგენის მსურველებს რეფლექსოთრაპიასაც შესთავაზებენ.

რეფლექსური თერაპიის შესახებ რეფლექსთერაპევტი ლეილა შავერდაშვილი გვესაუბრება.

 

რეფლექსოთერაპია მსოფლიოში აღიარებული მეთოდია, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის გულისხმობს მკურნალობას ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებით. რეფლექსოთერაპია უმეტესად ჩინური ნემსით ტარდება, რომელიც ზემოქმედებს როგორც კანის, ისე კანქვეშა მგრძნობიარე და ღრმად მდებარე ქსოვილების რეცეპტორებეზე.

რეცეპტორულ ზონაში ნემსის ჩხვლეტა რეფლექსურ რეაქციას იწვევს, ეფექტი მიიღება გაღიზიანების საწყისი წერტილიდან მოშორებით, დისტანციურად. ამ კავშირს საფუძვლად უდევს რეფლექსური რკალი, რომელიც შედგება გაღიზიანების მიმღები რეცეპტორებისგან და ნერვული ბოჭკოებისგან, რომლებსაც იმპულსი მიაქვთ ცენტრალური ნერვულ სისტემამდე, იქიდან კი შემსრულებელ ორგანომდე და თავად იმ ორგანომდე, რომლის მოქმედებაც იცვლება რეფლექსის შედეგად.

აქტიურ წერტილებში ნემსის შეყვანისას ღიზიანდება ნემსის არხის გასწვრივ არსებული ნერვული რეცეპტორები, ასევე – პერიფერიული ნერვები და სისხლძარღვების გარშემო მდებარე ნერვული წნული. ამას თან ახლავს სპეციფიკური შეგრძნებები: დაბუჟება, წვა, დამძიმება, ტეხა, სითბოს ან სიცივის, ელექტროდენის გავლის. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული შეგრძნებები აუცილებელია, მათ გარეშე მკურნალობა ეფექტური არ არის.

 

რეფლექსოთერაპიის მეთოდები

 

ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით. ამათგან ჩვენს კლინიკაში გამოიყენება:

  • აკუპუნქტურა, იგივე ნემსთერაპია;
  • ძუ თერაპია – ბიოლოგიურად აქტიური წერტილების გათბობა;
  • აკუპრესურა ანუ წერტილოვანი თერაპია შიაცუს მეთოდით - წერტილებზე თითებით ზეწოლა;
  • ვაკუუმთერაპია - კოტოშების საშუალებით მასაჟი გარკვეულ ადგილებზე;
  • ფარმაკოპუნქტურა - ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში წამლის შეყვანა;
  • მანუალური თერაპია - ხელის თითებითა და ხელისგულებით მასაჟი.

 

ჩვენებები

რეფლექსოთერაპიული მკურნალობა ეფექტურია როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების, მათი ნარჩენი მოვლენების, ნეიროპათიების, ნევრიტების, ნევრალგიების დროს.

საკმაოდ დიდია იმ დაავადებების, სიმპტომების და სინდრომების ჩამონათვალი, რომელთა დროსაც რეფლექსოთერაპიული მკურნალობა შეიძლება. ასეთებია:

  • ნეკნთაშუა ნევრალგია;
  • სამწვერა ნერვის ნევრალგია;;
  • სახის ნერვის ნევრიტი (ვირუსული, ტრავმატული);
  • სმენის ნერვის ნევრიტი;
  • ბლეფაროსპაზმი;
  • სამწვერა ნერვის, სხივის ნერვის, შუათანა ნერვის, საჯდომი ნერვის, დიდი წვივის ნერვის, მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია / ნევრიტი;
  • ტრავმული (ინექციის და მოტეხილობის შემდგომი) ნეიროპათია;
  • მაჯის (კარპული) არხის სინდრომი;
  • იდაყვის (კუბიტალური) არხის სინდრომი;
  • თავის ტვინის ინსულტის შემდგომი პერიოდი (ჰემიპარეზი, პლეგიები);
  • იშემიური ინსულტის შემდგომი პერიოდი;
  • წვივის ნერვების პარეზი (პერონეუსის დამბლა)
  • წელის ტკივილი, საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი;
  • ხერხემლის მალათაშუა დისკოების თიაქრები და პროტრუზია;
  • კუდუსუნის ტკივილი (კოქციგოდინია);
  • გავის ტკივილი (საკროდინია);
  • წელის ტკივილი (ლუმბაგო, ლუმბალგია, ლუმბოიშალგია);
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი;
  • მიოფასციური ტკივილის სინდრომი, ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი);

 

გარდა ჩამოთვლილი დაავადებებისა, რეფლექსოთერაპია ეფექტურია

  • თამბაქოზე დამოკიდებულების,
  • ემოციური სტრესის,
  • დეპრესიის,
  • თავის ტკივილის (მაგალითად, შაკიკით გამოწვეულის),
  • ნევროზის,
  • პანიკური შეტევის,
  • უძილობის,
  • ვეგეტონევროზის,
  • ბავშვთა ნევროზული ტიკების,
  • ლოგინევროზის (ენის ბორძიკის),
  • ღამის ენურეზის (შარდის შეუკავებლობის),
  • წერის სპაზმის დროსაც.

რეფლექსოთერაპიის კურსი საშუალოდ 10-15 სეანსისგან შედგება. მდგომარეობის სირთულის შესაბამისად, ტარდება ერთი, ორი ან სამი კურსი ორკვირიანი ინტერვალებით.

 

უკუჩვენებები

უკუჩვენება თუ აქვს რეფლექსოთერაპიას?

 რეფლექსოთერაპიის უკუჩვენებებია:

* სიმსივნე – როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანიც;

* ღრმა მოხუცებულობა (80 წელზე ხანდაზმული ასაკი);

* ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედება;

* ინფექციური დაავადება;

* კანისა და სქესობრივი გზით გადამდები სნეულებები;

* თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა);

* შეშუპება, სიწითლე, ნაწიბური, მოუშუშებელი ტრავმა ბიოლოგიურად აქტიური წერტილის მიდამოში.

ყველა სხვა შემთხვევაში რეფლექსოთერაპია ძალიან ეფექტური მეთოდია და ხშირად პრობლემას სრულიად აქრობს.

თემები