Georgianenglishrussian

ელექტროფიზიოლოგიური კვლევები "ავერსის კლინიკაში"

2019.01.29

ელექტროფიზიოლოგიური კვლევები "ავერსის კლინიკაში"

„ავერსის კლინიკა“ მუდმივად ზრუნავს საქართველოში სამედიცინო სფეროს განვითარებაზე. სწორედ ამიტომ კლინიკა მუდმივად აკეთებს აქცენტს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და უახლესი აპარატურის შეძენაზე.

„ავერსის კლინიკამ“ მორიგი სიახლე შესთავაზა ოფთალმოლოგიურ პაციენტებს ელექტროფიზიოლოგიური კვლევების სახით. მსგავსი კვლევების ჩატარება ქვეყნის მაშტაბით მხოლოდ „ავერსის კლინიკის“ ცენტრალურ ფილიალშია შესაძლებელი.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევები სრულდება სპეციალურ აპარატულ სისტემაზე, სადაც ელექტროდების მეშვეობით ხდება ბადურისა და მხედველობის ნერვის ელექტრული იმპულსების რეგისტრაცია.

კვლევების მიზანია ბადურა გარსის, მხედველობის გამტარი გზებისა და ვიზუალური კორტექსის ფუნქციური მდგომარეობის ობიექტური შეფასება, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებსა და ჩვილებში, რის საშუალებასაც გამოკვლევის სხვა მეთოდები ვერ გვაძლევს.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მეთოდები გამოიყენება შემდეგი პათოლოგიების დიაგნოსტიკის და დიფენციული დიაგნოსტიკის მიზნით:

  • როდესაც ეჭვი გვაქვს მხედველობის ნერვის ატროფიაზე ან ნაწილობრივ ატროფიაზე
  • გლაუკომის ადრეული სტადიის დიაგნოსტიკის მიზნით.
  • ბადურის მემკვიდრული და არამემკვიდრული დაავადებების დიაგნოსტიკისთვის
  • ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდია პედიატრიული პაციენტებისთვის შესაძლებელია 0 ასაკიდან დავადგინოთ ობიექტურად მხედველობის ორგანოს ფუნქციური მდგომარეობა (აქვს თუ არა ჩვილს მხედველობა), როგორ ვითარდება იგი  
  • ამბლიოპიის (ზარმაცი თვალის) შემთხვევაში, რომ გამოვრიცხოთ მხედველობის ნერვის ნაწილობრივი ატროფია
  • კატარაქტას და მით უმეტეს გლაუკომას  ხშირ შემთხვევებში  მხედველობის ნერვის სერიოზული პრობლემებიც  ახლავს თან. ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მეთოდები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს მხედველობის  ნერვის ფუნქციურ მდგომარეობაზე, პოსტოპერაციული პროგნოზის შესაფასებლად
  • ინფორმატიულია სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების, განსაკუთრებით გაფანტული სკლეროზის ადრეული დიაგნოსტიკისთვის და სკრინინგისთვის
  • თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს
  • ფერადი მხედველობის ანომალიების დროს

ელექტროფიზიოლოგიური კვლევის მეთოდები  საშუალებას იძლევა დიაგნოსტირდეს დაავადება საწყის ეტაპზე, როდესაც დარღვეულია მხოლოდ ფუნქცია და ორგანულ ცვლილებებს ჯერ კიდევ არ აქვს ადგილი.

თემები