Georgianenglishrussian

„ავერსის კლინიკის“ ენდოკრინული ქირურგები TOETVA-ს საერთაშორისო სემინარზე

2019.01.22

„ავერსის კლინიკის“ ენდოკრინული ქირურგები TOETVA-ს საერთაშორისო სემინარზე

2018 წლის 13 და 14 დეკემბერს, კორეაში INHA საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მხარდაჭერით ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტრანსორალური ენდოსკოპიური ქირურგიის (TOETVA) საერთაშორისო სემინარი.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და ლიმფური კვანძების პირის ღრუდან ენდოსკოპიური მიდგომით ამოკვეთის მეთოდის ავტორი. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაცია ტრანსორალური ენდოსკოპიური მეთოდით გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლისა და კისრის რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთას პირის ღრუდან. ოპერაცია ხორციელდება კანზე განაკვეთის გარეშე, რეაბილიტაციის პერიოდი კი ბევრად უფრო სწრაფი და მარტივია ვიდრე ტრადიციული მეთოდის გამოყენების შემთხვევაში.

აღნიშნული მეთოდი გახლავთ სიახლე მსოფლიო მედიცინაში და ჯერჯერობით სულ ხუთ ქვეყანაშია დანერგილი - საქართველო, კორეა, ჰონკონგი, ინდოეთი და ფილიპინები. საქართველოში ეს ინოვაცია პირველად დაინერგა „ავერსის კლინიკაში“.

აღნიშნულ საერთაშორისო შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა „ავერსის კლინიკის“ ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტი - ედიშერ სიხარულიძე, რომელმაც,  2015 წლის ოქტომბრიდან წარმატებით განახორციელა რამდენიმე ათეული ოპერაცია ტრანსაქსიალური (იღლიის ფოსოდან) და ტრანსორალური (პირის ღრუდან) მიდგომით. საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპაში, სადაც დაინერგა ფარისებრი ჯირკვლისა და ლიმფური კვანძების ამოკვეთა პირის ღრუდან ენდოსკოპიური მეთოდით. დღეისათვის კვლავ გრძელდება თანამშრომლობა „ავერსის კლინიკასა“  და  პროფესორ ჯინ ვუკ იიჰს შორის, კლინიკაში ახალი ინოვაციური მეთოდების დანერგვის თაობაზე.

თემები