Georgianenglishrussian

პირველად საქართველოში, სასიგნალო ლიმფური კვანძის ICG კონტრასტირება ლაპაროსკოპიული ფლუორესცენტული ნათებით

2018.12.20

პირველად საქართველოში, სასიგნალო ლიმფური კვანძის ICG კონტრასტირება ლაპაროსკოპიული ფლუორესცენტული ნათებით

ქირურგიული ჩარევის - სისტემური ლიმფადენექტომიის მიზანია დაავადების სტადირება მისი გავრცელების დადგენის და შემდგომი მკურნალობის განსაზღვრის მიზნით.

ზოგადად ლაპაროსკოპიული ქირურგიის უპირატესობებია: ნაკლები ტკივილი, ნაკლები გართულებები/სიკვდილიანობა, სწრაფი რეაბილიტაცია, უკეთესი ცხოვრების ხარისხი, კარგი კოსმეტიკური ეფექტი (მცირე ნაწიბური).

ლაპაროსკოპიული ლიმფოდისექციას ლაპაროტომიასთან შედარებით გააჩნია რიგი უპირატესობები. გინეკოლოგიური სიმსივნეების დროს იგი შეიძლება ჩაითვალოს ოქროს სტანდარტად რეგიონული ლიმფური კვანძების ამოკვეთისთვის.

თუმცა, სხვა ლაპაროსკოპიულ ოპერაციებთან შედარებით, სისტემური ლიმფოდისექცია უკავშირდება ქირურგიული გართულებების მაღალ რისკებს (ემბოლიზმი, სისხლდენა, ლიმფოცისტა)!

იგი საჭიროებს:

  • კვალიფიციურ ონკო-ქირურგს;
  • კარგ აპარატურას;
  • პოსტოპერაციულად სათანადო ინტენსიურ თერაპიას.

განსაკუთრებით სირთულეს წარმოადგენს ლიმფადენექტომია ჭარბწონიან პაციენტებში.

"ავერსის კლინიკაში" დანერგილი მეთოდი - სასიგნალო ლიმფური კვანძის დადგენა  ICG ფლუორესცენციით, აუმჯობესებს დიაგნოსტიკის შედეგებს და ამცირებს გართულებების რისკებს!

Sentinel ე.წ. სასიგნალო ლიმფური კვანძის იდეა აქტიურად გამოიყენება 1994 წლიდან ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.

ლაპაროსკოპიული ფლუორესცენტული მეთოდი დაინერგა 2011 წელს და ამჟამად ოქროს სტანდარტად ითვლება მსოფლიოს წამყვან ონკოცენტრებში.

Sentinel ე.წ. სასიგნალო ლიმფური კვანძის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სიმსივნის გავრცელება ლიმფურ სისტემაში ხდება არა ქირურგიულად და მრავლობითი გზით, არამედ პირველ (სამიზნე) ლიმფურ კვანძში და მხოლოდ ამის შემდეგ დანარჩენში. აღნიშნული სასიგნალო ლ/კვანძების გამოვლენა ამცირებს ოპერაციის ტრავმატულობას და სისტემური ლიმფოდისექციის აუცილებლობას, რადგან გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას მეტასტაზის არსებობა-არ არსებობის შესახებ. შესაბამისად, ოპერაციის დროს ხდება მხოლოდ სასიგნალო ლიმფური კვანძების აღმოჩენა და მათი მორფოლოგიური შესწავლა.

ოპერაციის ტექნიკური მხარე:

  • საკონტრასტო ნივთიერების Indocyanine green (ICG) შეყვანა ხდება საშვილოსნოს ყელში;
  • Sentinel ლ/კვანძის გამოვლენა ხდება ლაპაროსკოპიული ფლუორესცენტული ნათებით;
  • ამის შემდეგ ხდება Sentinel ლ/კვანძის ბიოფსია და მორფოლოგიური შესწავლა.

ICG ფლუორესცენტული მეთოდის უპირატესობებია:

  • ოპერაცია არის ნაკლები ხანგრძლივობის, ნაკლებ ტრავმული, ნაკლები გართულებებით = უფრო სწრაფი რეაბილიტაცია, უკეთესი ცხოვრების ხარისხი;
  • უფრო ზუსტი ჰისტოპათოლოგიური დიაგნოზი, უკეთესად შერჩეული ადიუვანტური თერაპია;
  • უფრო ხელმისაწვდომი მეთოდი (რადიოაქტიულ იზოტოპებთან შედარებით);
  • გამოიყენება როგორც ლაპაროსკოპიულად, ასევე, ღია წესით (მხოლოდ K. Storz);

ფლუორესცენტული ICG კონტრასტირებით თავიდან ვიცილებთ ტრავმულ ოპერაციას - სისტემურ ლიმფადენექტომიას და ვაუმჯობესებთ დიაგნოსტირების სიზუსტეს, რითაც საბოლოო ჯამში ვაუმჯობესებთ პაციენტის გადარჩენადობის მაჩვენებლებს!

 

 

თემები