Georgianenglishrussian

სამკურნალო ვარჯიში წყალში

2018.11.12

სამკურნალო ვარჯიში წყალში

წყალში ვარჯიში - ჰიდროკინეზოთერაპია, თანამედროვე მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.  

წყალში ვარჯიში ააქტიურებს სითბურ ცვლას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და სასუნთქ სისტემას, აუმჯობესებს სახსრების მობილობას, ხსნის კუნთების ტკივილს, დაჭიმულობასა და სტრესს, აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას.

როგორც ცნობილია, წყლის ამომგდები ძალის წყალობით, წყალში სხეულის სიმძიმის ძალა მნიშვნელოვნად მცირდება,  შესაბამისად დატვირთვა თანაბრად ნაწილდება მთელ ხერხემალზე, მცირდება ზეწოლა მალთაშუა დისკებსა და ნერვულ ფესვებზე, ასევე მცირდება კისრისა და წელის კუნთების პათოლოგიული დაჭიმულობა. ვარჯიშის ამ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის დაავადებები, ასევე კიდურების დაზიანებები.

როდისაა ეფექტური აუზში ვარჯიში

  • ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები და ტრავმები:

ართრიტები, ართროზები, ოსტეოქონდროზი, სპონდილოართრიტი,

ძვლის მოტეხილობების, ამოვარდნილობის, დაჭიმულობის  შემდეგომი პერიოდი

ენდოპროტეზირების, მყესების პლასტიკის შემდგომი ეტაპი

ტანდეგობის დარღვევა, ხერხემლის გამრუდება-სქოლიოზი, კიფოზი, ბრტყელტერფიანობა

  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან დაკავშირებული პათოლოგიები:

დიაბეტი, სიმსუქნე, ნიკრისის ქარი

  • ნევროლოგიური დაავადებები:

თავისა და ზურგის ტვინში სიხლის მიმოქცევის მოშლის შედეგები,

თავისა და ზურგის ტვინის ტრავმები,

ბცდ და ა.შ,

თავის ტვინსა და ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ პერიიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები

  • ქვედა კიდურის ვენური სისტემის უკმარისობა;
  • ხანგრძლივი ჰიპოკინეზიისა და სპორტსმენებში დიდი გადაძაბვის შემდგომი აღდგენითი პერიოდი.

წყალში ვარჯიში რეკომენდებულია პროფილაქტიკური მიზნით, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად, იმუნიტეტის  და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

დაავადებები, რომლის დროსაც არ შეიძლება წყალში ვარჯიში

  • ღია ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, ნაწოლები, ფისტულები;
  • კანის ქრონიკული და მწვავე დააავადებები - ეკზემა, სახვადასხვა  სოკოვანი და ინფექციური დაავადებები;
  • თვალის დაავადებები ( ბლეფარიტი, კონუქტივიტი);
  • ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები - მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი, დაფის აპკის პერფორაცია, და ა.შ.
  • ვენერიული დაავადებები;
  • ეპილეფსია;
  • ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფაზა;
  • მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა;
  • გულსისხლძარღვთა უკმარისობა;
  • ინფექციური დაავადებები.

წყლის ვარჯიში უნდა ტარდებოდეს კვალიფიციური მეთოდისტის უშუალო მეთვალყურეობით, ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს პაციენტზე მორგებული სამკურნალო პროგრამა, დატვირთვის დონე და ვარჯიშის რეჟიმი.

ჰიდროკინეზოთერაპიისას წყლის დონე პაციენტისთვის შესაძლოა იყოს წელამდე, მხრებამდე ან ნიკაპამდე. თერაპია მოიცავს პასიურ და აქტიურ ვარჯიშებს, რომლებიც ტარდება:

  • დატვირთვით (სიმძიმით) ან პირიქით, განტვირთვით, რისთვისაც გამოიყენება წყლის ჰანტელები, „პენოპლასტის“ დაფები და სხვა.
  • ვარჯიში ბურთებით, სპეციალური ხელთათმანით, ვარჯიში აუზის კედლის ძელებზე;
  • ხერხემლის გასაჭიმი და კუნთის მოსადუნებელი ვარჯიშები;
  • მექანოთერაპიის აპარატებითა და მოწყობილობებით ვარჯიში;
  • სუნთქვითი ვარჯიში წყალში;
  • სხვადასხვა ტიპის სიარული წყალში;
  • წყლის სპორტის სახეობების ელემენტები.

რატომ „ავერსის კლინიკის“ რეაბილიტაციის ცენტრი?

  • „ავერსის კლინიკის“ რეაბილიტაციის ცენტრში შექმნილია ყველა პირობა წყალში ვარჯიშისთვის; სამკურნალო ვარჯიშის გეგმის შედგენა ხდება მხოლოდ ექიმების კონსულტაციით, გეგმის განხორციელება  კი მაღალკვალიფიციური მეთოდისტების მიერ.
  • აუზი აღჭურვილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური ლიფტით.
  • წყალში დგას სარბენი ბილიკი, ველოტრენაჟორი, ასევე ცენტრი აღჭურვილია წყლის აქტიური და პასიური ვარჯიშებისთვის საჭირო დამხმარე საშუალებებით - წყლის ჰანტელებით, პენოპლასტის დაფებით, ბურთებით და ა.შ.
  • განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წყლის ხარისხს, რომელიც რეგულარულად გადის მრავალსაფეხურიანი გასუფთავების პროცესს.  
  • მუდმივად კონტროლდება ტემპერატურის შესაბამისობა სამკურნალო აუზებისთვის მიღებულ მსოფლიო სტანდარტთან - 28-30, რაც გაცილებით მაღალია ჩვეულებრივ საცურაო აუზებთან შედარებით.

თემები