Georgianenglishrussian

ზრდის თუ არა დიაბეტის განვითარების რისკს სტრესი და ძილის ნაკლებობა?

2018.11.09

ზრდის თუ არა დიაბეტის განვითარების რისკს სტრესი და ძილის ნაკლებობა?

ზრდასრულ ადამიანებში ტიპი 2 დიაბეტის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ არასწორი კვება არ არის. სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის სტრესი, ზრდის დაავადების განვითარების რისკს.

ტიპი 2 დიაბეტი ნიშნავს, რომ სისხლში დიდი რაოდენობით არის გლუკოზა და ორგანიზმს, საკვების ენერგიად გარდაქმნის უნარი აქვს დაქვეითებული.

კვების შემდეგ საჭმელი გარდაიქმნება გლუკოზად, რომელიც სისხლის საშუალებით მიეწოდება მთელ ორგანიზმს. ინსულინის ჰორმონის საშუალებით სისხლიდან ხდება გლუკოზის ათვისება და ენერგიად გარდაქმნა.

ტიპი 2 დიაბეტი ჩვეულებრივ იწყება ინსულინ-რეზისტენტობით, რაც ნიშნავს იმას, რომ უჯრედში არ არსებობს ინსულინის ამომცნობი შესაბამისი რეცეპტორი, შედეგად სისხლში გროვდება დიდი რაოდენობით აუთვისებელი შაქარი და იწვევს ჭარბწონიანობის პრობლემას.

სტრესის გავლენა

სტრესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ზრდის ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს. სტრესით გამოწვეული ერთ-ერთი პრობლემაა კორტიზოლის (თირკმლისზედა ჯირკვლის ჰორმონის) დონის მომატება, რაც აძლიერებს მადას და იწვევს წონაში მატებას. ჭარბი წონა კი ტიპი 2 დიაბეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია.

ძილის გავლენა

ნახშირწყლებსა და შაქრის შემცველ საკვებზე გაძლიერებული მოთხოვნილების გარდა, ძილის ნაკლებობა აქვეითებს ვარჯიშის სურვილს, არ ხდება სისხლში გლუკოზის მოხმარბეა-წვა, რაც საბოლოოდ განაპირობებს წონაში მატებას.

ჯანმრთელი ცხოვრების არჩევანი

ჯანმრთელი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და გულისხმობს ცილების, მარცვლეულის, ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტების, ბოსტნეულის კვების რაციონში გაზრდას და გადაუმუშავებელი შაქრის ან შაქრის შემცველი საკვებისა და სასმლის რაოდენობის შემცირებას.

ვარჯიში მნიშვნელოვანია დიაბეტის თავიდან ასაცილებლად

მათთვის ვინც რეგულარულად არ ვარჯიშობს, რეკომენდებულია სიარული, განსაკუთრებით კვების შემდეგ. სტრესის დონის შესამცირებლად ასევე რეკომენდებულია იოგა და მედიტაცია.

მსოფლიოში 400 მილიონზე მეტ სრულწლოვან ადამიანს აქვს დიაბეტი, რომელიც 5 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება ყოველწლიურად.  გახსოვდეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება მნიშვნელოვნად ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკებს.

თემები