Georgianenglishrussian

23-24 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ ოპერაციებს ხორვატი პროფესორი საშა იანკოვიჩი ჩაატარებს.

2018.11.09

23-24 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ ოპერაციებს ხორვატი პროფესორი საშა იანკოვიჩი ჩაატარებს.

ხორვატიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ექიმი, ზაგრების ჰოსპიტლის ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი - საშა იანკოვიჩის მორიგი ვიზიტი „ავერსის კლინიკაში“ 23-24 ნოემბერს იგეგმება.

პროფესორი იანკოვიჩი 2012 წლიდან პერიოდულად სტუმრობს „ავერსის კლინიკას“ და ,,ავერსის კლინიკის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგებთან ერთად ჩატარებული აქვს 65-მდე რეკონსტრუქციული ოპერაცია (მუხლის სახსრის წინა ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქცია ართროსკოპულად, უკანა ჯვარედინა იოგის რეკონსტრუქცია ართროსკოპულად, მედიალური ბარძაყ-კვირისტავის იოგის აღდგენა ართროსკოპულად პლიკირებით, მენისკის გაკერვა). პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ აღნიშნული ოპერაციები, შესაძლებლობა ექნებათ ჩაიტარონ რეაბილიტაციის სრული კურსი ,,ავერსის კლინიკაში’’.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდება პირადი კონსულტაციები პროფესორი იანკოვიჩთან. წინასწარ კონსულტაციებსა და წინასაოპერაციო კვლევებს ჩაატარებს ,,ავერსის კლინიკის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგი – პაატა ღუდუშაური.

ოპერაციის მსურველი პაციენტების ჩაწერა დაწყებულია.

პაციენტების რაოდენობა შეზღუდულია


მის: ვაჟა-ფშაველას 27ბ

ტელ: (032) 2 500 700

 

თემები