Georgianenglishrussian

"ავერსის კლინიკისა" და "ავერსი ფარმას" ორგანიზებით ყაზბეგის რაიონში მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

2018.10.29

"ავერსის კლინიკისა" და "ავერსი ფარმას" ორგანიზებით ყაზბეგის რაიონში მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

„ავერსის კლინიკა“ და „ავერსი-ფარმა“ აგრძელებენ ტრადიციად ქცეულ საქველმოქმედო აქციებს. 27 ოქტომბერს „ავერსის კლინიკის“ ექიმებისა და „ავერსი-ფარმას“ ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა უფასო გამოკვლევა-გასინჯვა ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისთვის.

 „ავერსის კლინიკის“ ექიმებმა ყაზბეგის რაიონის სოფლების: ჯუთის, კარკუჩისა და სნოს მოსახლეობას გაუწიეს თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული, ოფთალმოლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური, ანგიოლოგიური და ნევროლოგიური კონსულტაციები, ასევე ჩაატარეს ექოსკოპიური და ლაბორატორიული გამოკვლევები.

„ავერსი-ფარმამ“ აქციის ყველა მონაწილეს, ტრადიციისამებრ, უფასოდ გადასცა პირველადი დახმარების 20 დასახელების მედიკამენტი.

„ავერსი“ ზრუნავს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით  მათზე, ვისთვისაც მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება არაა ხელმისაწვდომი.  მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას კი განსაკუთრებით სჭირდება სამედიცინო მხარდაჭერა, რადგან აღნიშნულ ადგილებში სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული. 

ამ ტიპის აქციები, გარდა ყაზბეგისა უკვე გაიმართა საქართველოს სხვა მაღალმთიან რაიონებშიც - შატილში, სამცხე-ჯავახეთში, ზემო რაჭაში, თუშეთში, უჯარმაში, გორის რაიონში, ხაშურის რაიონში, ადიგენის რაიონში, ზემო აჭარაში, თიანეთში, მარნეულში. აქციების სერიის ფარგლებში გაიცა 100 000 ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი. ასეთ აქციებს „ავერსი“ მომავალშიც გამართავს.

"ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

თემები