Georgianenglishrussian

რა განსხვავებაა ჰიპოთირეოზსა და ჰიპერთირეოზს შორის?

2018.10.29

რა განსხვავებაა ჰიპოთირეოზსა და ჰიპერთირეოზს შორის?

თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი იწვევს ჰიპოთირეოზს, ხოლო სიჭარბე - ჰიპერთირეოზს.

თირეოიდული ჰორმონი გავლენას ახდენს სრულიად თქვენს ორგანიზმზე. აღნიშნული ჰორმონი არეგულირებს თქვენს მეტაბოლიზმსა და ტემპერატურის ცვალებადობის აღქმის უნარს. მას ასევე გავლენა აქვს თქვენი ენერგიისა და ხასიათის ცვალებადობაზე, ქალების შემთხვევაში კი პერიოდის რეგულარობაზე.

ჰიპოთირეოზის არსებობის შემთხვევაში, თქვენი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონს. ეს იწვევს ყველანაირი პროცესის შენელებას ორგანიზმში. თქვენ გრძნობთ დაღლილობას, უხასიათობას და განიცდით სიცივის მიმართ ჰიპერმგრძნობელობას. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს შეკრულობა და წონაში მატება.

ჰიპერთირეოზის არსებობისას თქვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონს. ჰიპერთირეოზის სიმპტომებია - გაღიზიანებადობა, უძილობა, ოფლიანობა და წამოწითლება. შესაძლოა გამოხატული იყოს უმიზეზოდ წონაში კლებითა და არითმიით.

ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია თირეოიდული ჰორმონის სწორად გამომუშავება. თუკი აღგენიშნებათ ზემოთხსენებული სიმპტომები აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუკი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრობლემა, გაითვალისწინეთ, რომ თქვენც აღნიშნული პრობლემის მაღალი რისკის ქვეშ ხართ.

თემები