კორეელი პროფესორის მორიგი ვიზიტი ავერსის კლინიკაში

2018.05.16

კორეელი პროფესორის მორიგი ვიზიტი ავერსის კლინიკაში

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოპერაციები განაკვეთის გარეშე.

27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ავერსის კლინიკას მორიგი ვიზიტით ეწვევა კორეელი პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ. იგეგმება ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე მსოფლიოს წამყვან კლინიკებში უკვე აპრობირებული უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით, რომელიც პირველად ამიერკვაკასიაში ავერსის კლინიკაში იქნა დანერგილი. მეთოდი გულისხმობს ოპერაციას ფარისებრ ჯირკვალზე ტრანსორალურად, პირის ღრუდან მიდგომით . (TOETVA - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტებს თირეოიდექტომიასთან (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდებათ ლიმფური კვანძების ამოკვეთაც - ლიმფოდისექცია. (TOETVA+LD - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach with lymph node dissection).
კონსულტაციებს და ოპერაციებს ერთობლივად ჩაატარებენ სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ და ,,ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტი - ედიშერ სიხარულიძე.

მიმდინარეობს კონსულტაციებზე ჩაწერა.

კონსულტაციები ჩატარდება 19 მაისიდან.


ტელ.: 2500 700

თემები