“ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციის ცენტრი სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკას უზრუნველყოფს

2018.04.03

“ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციის ცენტრი სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკას უზრუნველყოფს

3 აპრილს “ავერსის კლინიკის” რეაბილიტაციის ცენტრსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას “ავერსის” რეაბილიტაციის ცენტრში გაივლიან.

დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატი, “ავერსის” ხელმძღვანელობა.

პაატა კურტანიძემ, კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა, აღნიშნა, რომ საქართველოს სპორტის განვითარებაში წვლილის შეტანა მისთვის განსაკუთრებით საამაყოა:

— მემორანდუმი, რომელიც სტუდენტებისთვის სრულფასოვან სასწავლო პრაქტიკას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული სპორტის განვითარების თვალსაზრისით, რადგან მომავალში სწორედ ეს სტუდენტები დაეხმარებიან ჩვენს სასახელო სპორტსმენებს სპორტულ წარმატებათა მიღწევაში. საამაყოა ისიც, რომ ჩვენი კლინიკის მაღალი სტანდარტის შესატყვისი აღჭურვილობა შესაძლებლობას გვაძლევს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საუკეთესო განათლება მივცეთ. გვეამაყება, რომ “ავერსს” წვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებასა და წარმატებაში - მრავალი წელია, ვაფინანსებთ და ვეხმარებით ოლიმპიელებს, ვეტერან სპორტსმენებს, მეცენატობას ვუწევთ სპორტის სხვადასხვა სახეობას...

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალძაგანიამ აღნიშნა, რომ საქართველოში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც რეაბილიტაციისა და სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალობა დაინერგა, სწორედ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, რომელიც დღეს ღირსეულად აგრძელებს ორმოცწლოვან ტრადიციას:

- თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია მიღებული განათლების პრაქტიკაში გადატანა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. “ავერსის კლინიკა”, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში, თანამშრომლობაზე დაგვთანხმდა. ამ შეთანხმების შედეგად ჩვენი სტუდენტები რვაგანაკვეთიანი სასწავლო კურსის ბოლო სემესტრს - პრაქტიკულ სწავლებას - სწორედ აქ გაივლიან. დარწმუნებული ვართ, “ავერსის” კვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტების გვერდით ისინი საჭირო და სასარგებლო ცოდნას მიიღებენ. უღრმესი მადლობა ბატონ პაატას თანადგომისთვის. ყოველწლიურად 30-მდე სტუდენტის მასპინძლობა და პროფესიონალებად მათ აღზრდაში წვლილის შეტანა მართლაც არ არის უმნიშვნელო რამ.

კომპანია “ავერსის” მიმართ მადლიერება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვაგოგოლაძემაც გამოხატა:

- მინდა, სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადო “ავერსს” იმ დიდი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, რომელსაც ქართული სპორტის მიმართ იჩენს. წლებია, რაც ეს კომპანია ქართველი ოლიმპიელების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია. დღევანდელი დღეც ამ თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

“ავერსის” რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მაიაკურტანიძემჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მემორანდუმი პირველია აღდგენილი ინსტიტუტის ისტორიაში, ხოლო “ავერსისთვის” ეს სტუდენტების პირველი ნაკადი იქნება.

- როგორც კი გამოითქვა სურვილი, სტუდენტებს ჩვენს ცენტრში პრაქტიკული სასწავლო კურსი გავლოთ, სიამოვნებით ავიტაცეთ ეს იდეა. სტუდენტების ვიზიტმაც ძალზე დადებითად განგვაწყო - მოტივირებული, შრომისმოყვარე ახალგაზრდები ცდილობენ, ნიუანსობრივად აითვისონ ყველა მეთოდი, რომელიც კი “ავერსის” რეაბილიტაციის ცენტრშია დანერგილი, და ნამდვილ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

“ავერსის” რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც სამართლიანად ამაყობს თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, პაციენტებს სარეაბილიტაციო პროცედურების სრულ სპექტრს სთავაზობს. ის რეგიონში საუკეთესოა და შესანიშნავი ბაზა იქნება მომავალი პროფესიონალების აღსაზრდელად.

თემები