ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები განაკვეთის გარე

2018.01.11

ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები განაკვეთის გარე

პირველად საქართველოში!!!
20-24 იანვარს ავერსის კლინიკაში ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციები ჩატარდება უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით - ტრანსორალურად, პირის ღრუდან მიდგომით. (TOETVA - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტებს თირეოიდექტომიასთან (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდებათ ლიმფური კვანძების ამოკვეთაც - ლიმფოდისექცია. (TOETVA+LD - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach with lymph node dissection).
კონსულტაციებს და ოპერაციებს ერთობლივად ჩაატარებენ სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი ჯინ ვუკ იიჰ და ,,ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტი - ედიშერ სიხარულიძე. 
მიმდინარეობს კონსულტაციებზე ჩაწერა.
კონსულტაციები ჩატარდება 12 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით. 
ტელ.: 2500 700

თემები