Georgianenglishrussian

ლიმფოდრენაჟის სპეციალისტის უფასო კონსულტაცია!

აქცია
2018.10.23

ლიმფოდრენაჟის სპეციალისტის უფასო კონსულტაცია!

რა დროს ტარდება ლიმფოდრენაჟის მასაჟი?

 

  • ქვემო კიდურებში სიმძიმის შეგრძნება;
  • ქვემო კიდურებში  ტკივილის შეგრძნება;
  • ქვემო კიდურების შეშუპება;
  • ცელულიტი;
  • ლიმფოსტაზი.

ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები შეიძლება წარმოადგენდეს საყურადღებო ნიშნებს, რომელიც ახასიათებს ვენური და ლიმფური სისტემის ფუნქციონირების სხვადასხვა დარღვევებს.

ლიმფოდრენაჟის მასაჟი აუმჯობესებს ლიმფური სისტემის გამართულ მუშაობას, ასევე უზრუნველყოფს სასიცოცხლო ტონუსის აღდგენას.

ლიმფოდრენაჟის მასაჟი გამოიყენება როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი, ასევე ესთეტიკური მიზნით.

 

ლიმფოდრენაჟის მასაჟის გამოყენების ჩვენებები:

 

  • ზედა და ქვედა კიდურების  შეშუპება (ლიმფოსტაზი);
  • ზედა და ქვედა კიდურების ქრონიკული უკმარისობა;
  • ქვედა კიდურების ტროფიკული წყლული;
  • მასტექტომიის შემდგომი პერიოდი;
  • პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ჭარბი წონა;
  • ცელულიტი;
  • მცირე წვივის ფორმის კორექცია.

 

ავერსის კლინიკაში ლიმფოდრენაჟის მასაჟს ატარებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.

25 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით ჩაიტარეთ ლიმფოდრენაჟის სპეციალისტის კონსულტაცია უფასოდ!

ჩაწერა ხდება წინასწარ საინფორმაციო სამსახურში ტელ.: 2500700

                                                                                                                                                                                                                  

 

 

თემები